USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 აპრილი?
Date:  1545

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
კარგი დღეა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად. განსაკუთრებით ბიზნესში – ანალიზი გადაგარჩენთ ზედმეტი ხარჯებისგან. ჯანმრთელობა სტაბილურია, მაგრამ ენერგია დაბალია – დააძინეთ თავიც და სხეულიც. ოჯახში ცოტაოდენი მოუსმენა დიდად დაგეხმარებათ, სიყვარულში კი გულწრფელობა დღესაც თქვენია მთავარი იარაღი. კარიერაში შესაძლოა, მცირე წინსვლა – თუმცა მხოლოდ თუ სწორად მოახდენთ პრიორიტეტების გადალაგებას.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ფულზე ფიქრი დღეს ჩვევაზე მეტია – უკვე საჭიროა. კარგი დღეა საბანკო და ქონებრივ საკითხებზე სამუშაოდ. ოჯახში პატარ-პატარა კამათი მოსალოდნელია, მაგრამ გამხსნელი საუბარი ყველაფერს გაასწორებს. ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის, თუ თავი არ აიჭრით ძველი ჩვევებისკენ. სიყვარულში შეიძლება ახალი ინტერესი – მოულოდნელად და უჩვეულო ადგილას. კარიერაში – ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, ჯობია დაკვირვება.


ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)
თქვენს ფიქრებს წინ უსწრიან მოვლენები. დროა, დაიცვათ თავი ზედმეტი დაპირებებისგან – განსაკუთრებით საქმეში. ჯანმრთელობა არც ისე ცუდია, მაგრამ ტვინის გადატვირთვა აშკარაა – სუფთა ჰაერი და სilence mode დაეხმარება. ოჯახში ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ ერთით: ნაკლები ლაპარაკით. სიყვარულში კი სჯობს, დღეს არ გადაწყვიტოთ დიდი საქმეები. კარიერაში საინტერესო კონტაქტი შეიძლება დაგეხმაროთ, თუ ფრთხილად იმოქმედებთ.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ემოციური ფონი მაღალია, მაგრამ მაინც ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას – ეს უკვე გამარჯვებაა. ოჯახში მოსალოდნელია სითბო და მხარდაჭერა, თუ თქვენც დაივიწყებთ წვრილმან წყენას. ჯანმრთელობა – თუ დიეტა გქონდათ გადადებული, დღეს კარგი დღეა დასაწყებად. სიყვარულში ბევრი რაღაც გაირკვევა – შესაძლოა, ურთიერთობის მიმართულებაც. საქმეში – ფრთხილი ნაბიჯი დღეს უსაფრთხო სვლაა.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ამბიციური გეგმების დროა, მაგრამ ჯერ ქაღალდზე. საქმეში დელეგირება დაგეხმარებათ – ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღოთ. ოჯახში სჯობს, არ დააკნინოთ სხვების წვლილი. ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სიფრთხილეა საჭირო ხერხემლის ან მუხლების მხრივ. სიყვარულში თბილი ჟესტი დიდ სიხარულს მოიტანს. კარიერაში მცირე დაბრკოლებები მოსალოდნელია – მტკივნეული არ იქნება, თუ წინასწარ მოემზადებით.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
მოთმინება დღეს ოქროს ფასია. ოჯახში გაუგებრობები მოსალოდნელია – ერთი სული მოითმინეთ და ყველაფერი დალაგდება. ჯანმრთელობა სტაბილურია, მაგრამ მცირე დაღლილობა ფიზიკურად – ხანმოკლე ძილი ბევრს შეცვლის. სიყვარულში გაამახვილეთ ყურადღება წვრილმანებზე – სწორედ ისინი ქმნიან დიდ სიმყუდროვეს. საქმეში კი – ფრთხილად ხელმოწერებთან და შეთანხმებებთან.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღე მოითხოვს ბალანსს – როგორც თქვენ, ისე გარშემო მყოფთაგან. ოჯახში სჯობს მეტი დრო დაუთმოთ მოსმენას, ვიდრე საუბარს. ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ ნერვულ სისტემას ცოტა დასვენება ნამდვილად არ აწყენს. სიყვარულში წარსული მოგონება შეიძლება ამოყვინთოს – ნუ შეაფასებთ ზედმეტად სერიოზულად. კარიერაში შეიძლება მცირე წინადადება დიდ რამედ გადაიქცეს, თუ დეტალებს სწორად გაიგებთ.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
საკუთარ თავთან ბრძოლის დღეა – და ეს ბრძოლა შეიძლება ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდეს. ოჯახში ნუ იყენებთ ირონიას დასაცავად – სჯობს უბრალო საუბარი. ჯანმრთელობაში ყურადღება მიაქციეთ ძილს – დაუმეგობრდით დროულ დაძინებას. სიყვარულში ზედმეტი ეჭვები გააფუჭებს იმედიან დღეს. კარიერაში პატარა იდეა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს – იმოქმედეთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ფაქტები სჯობს ინტუიციას – დღეს მაინც. საქმეში მოგების შანსია, თუ სწორად გაწვდებით ინფრომაციას. ოჯახში შესამჩნევია სითბო – გამოიყენეთ ეს რესურსი. ჯანმრთელობა სტაბილურია, თუ არ გადაიტვირთებით უაზრო მოქმედებებით. სიყვარულში – მეტი დაკვირვება, ნაკლები ინიციატივა. კარიერაში კი ახალი მიმართულება იკვეთება – ჯერ დაკვირვებით მიყევით.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
სერიოზული საუბრების დღეა. თუ გაბედავთ, ბევრს დააზუსტებთ. ოჯახში გულწრფელი საუბარი უკეთეს ურთიერთობას ნიშნავს. ჯანმრთელობა სუსტდება სტრესის ფონზე – იპოვეთ მოკლე შესვენებები დღის მანძილზე. სიყვარულში რუტინული საქციელი შეიძლება ძალიან დააფასოს თქვენს პარტნიორმა. კარიერაში – არ გააკეთოთ მეტი, ვიდრე გთხოვენ, მაგრამ არც ნაკლები. ფრთხილი საქციელი დღეს დიდ სარგებელს მოიტანს.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღე სავსეა მოულოდნელობებით, რაც თქვენთვის სულაც არ არის პრობლემა – პირიქით, ახალ ენერგიას გაძლევთ. ოჯახში გაუგებრობა მინიმუმამდე დაიყვანეთ გულწრფელი დიალოგით. ჯანმრთელობა – ნუ გაურბიხართ პროფილაქტიკურ შემოწმებებს. სიყვარულში შეიძლება გაოცდეთ – და ეს გაოცება სასიამოვნო იქნება. კარიერაში ახალი ინსპირაცია მოდის – მაგრამ ჯერ გაიფილტრეთ იდეები.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ინტუიცია კვლავ თქვენს მხარესაა, მაგრამ ნუ დაკარგავთ რეალობას – ორივე ერთად საუკეთესოა. ოჯახში შეგიძლიათ მცირე სასწაული – თუ ყურადღებით მოუსმენთ საყვარელ ადამიანებს. ჯანმრთელობა საჭიროებს წყლის მეტ დალევას და ცოტა მოძრაობას. სიყვარულში გულისხმიერება გაასწორებს ძველ უხერხულობას. კარიერაში ნუ მოერიდებით ახალი უნარების გამოცდას – შეიძლება სწორედ ეს გახდეს გადამწყვეტი.

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way