USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 აგვისტო?
თარიღი:  2596

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ყველაზე მეტად შრომითი თერაპია გჭირდებათ. თავს მოდუნებულად გრძნობთ და ყველაფრის კეთება გეზარებათ, მაგრამ მუშაობის დაწყებისთანავე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ასე რომ, თუ თავს აქტიურობას აიძულებთ, ნამდვილად არ ინანებთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პერიოდულად ღრუბლებში დაფრინავთ, მაგრამ სიტუაცია ისევ მიწაზე გაბრუნებთ. ამ დღეს, საკუთარი მოვალეობების სწრაფად და ზუსტად შესრულების გარდა, გარშემო მყოფთა რეაქციასაც უნდა დააკვირდეთ. თუ რეალობას დაუბრუნდებით და აქტიურად იმოქმედებთ, ეს დღე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება..

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დაბნეული ხართ და ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ. ფრთხილად იყავით, თქვენმა უყურადღებობამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს და ფინანსურად დაგაზარალოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ბიზნესს, კარიერას და საქმიან მოლაპარაკებებს დაუთმოთ – ამჟამად კომპრომისის პოვნა გაცილებით ადვილი იქნება. ამ მხრივ დღეს შეიძლება ნამდვილი სასწაულები მოახდინოთ!

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ უნდა დარჩეთ. ახლობელი ადამიანის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, საქმეების ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. ხვალ სხვა ადამიანების დახმარებით, მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და დაგეგმილი საქმე წარმატებით შეასრულოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საკუთარ თავში შეიძლება ლიდერის თვისებები აღმოაჩინოთ - მზად ხართ გადაწყვეტილებები მიიღოთ და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ეს, ერთის მხრივ, ეარაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმების სამიზნედ გაქცევთ, მეორე მხრივ კი, შეიძლება შესანიშნავი შედეგი მიიღოთ და კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ისეთი განცდა გაქვთ, რომ რაღაც გამოგრჩათ. შესაძლოა, სრულ ინფორმაცია არ ფლობთ, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. შეუძლებელია ყველაფერი იცოდე და ყველაფერს აკონტროლებდე, ამიტომ მოდუნდით და ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანეთ, რაც კარგად იცით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დროა, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე იფიქროთ და მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მენეჯმენტის ქება დაიმსახუროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციების აკონტროლოთ და ურთიერთობის დროს უხეშობა არ გამოავლინოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს დამკვირვებლის პოზიციას უნდა დასჯერდეთ და ნაკლები იაქტიუროთ. ეს დაგეხმარებათ, მომხდარი სწორად შეაფასოთ და შემდგომი გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი გამოყენება სცადოს, ამიტომ მანიპულატორებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც თქვენს ნერვებს გამოცდას მოუწყობს. ეცადეთ, ენერგია ტყუილად არ დახარჯოთ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. დაუფიქრებლად ნათქვამი იტყვით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ, თორემ ეს თქვენს ურთიერთობას დააზარალებს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიული გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, მეტი ტაქტი და დიპლომატიურობა გამოიჩინეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს კამათს მოერიდოთ - თანამოსაუბრეების დარწმუნებას ვერ შეძლებთ და დროს ტყუილად დახარჯავთ. შემოქმედებითი აზროვნება პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოგვარებისა და აქტიურობისთვის შესაფერისია. მშვიდად იმუშავეთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.