USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 თებერვალი?
Date:  3812

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს პრაქტიკული უნარები უნდა გამოიჩინოთ და მარტო ის აკეთოთ, რაც სარგებელს და წარმატებას მოგიტანთ. თუ გრძნობთ, რომ ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ და საქმეს გწყვეტთ, საქმის დასრულებამდე ურთიერთობები შეზღუდეთ. შესაძლოა უსიამოვნო ამბავი გაიგოთ, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და საკუთარი ემოციები და განცდები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ. გირჩევთ, გაზაფხულის დადგომამდე იმიჯის შეცვლა მოასწროთ. ყურადღებით უსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევას, რომელიც სწორ გზას მიგასწავლით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უმნიშვნელო კამათმა დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სცადეთ დრო ისე გაანაწილოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ. მიზნის მიღწევამდე ცოტა გაკლიათ, მთავარია, ყურადღება არ გაგეფანტოთ და ნებისყოფამ არ გიღალატოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს ან ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძვირფასი დრო სოციალურ ქსელებში უსარგებლო „სქროლვაზე“ დაკარგოთ. მთელი ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანეთ და ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მოემზადეთ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება. შეიძლება ყველა ცვლილება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს უნდა აღიქვათ, როგორც შესაძლებლობა პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შეიძლება, საყვარელი ადამიანი შემთხვევით გაანაწყენოთ და მასთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ. მაღაზიებში სიარულისა და შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა - შეძენილი ნივთი იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ. შოპინგის ნაცვლად, გირჩევთ, დრო გამონახოთ, ძველ მეგობარს ეწვიოთ და ფინჯან ყავასთან ძველი დრო გაიხსენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ - ამ დღეს ერთმანეთის არ გესმით და შეიძლება უმნიშვნელო კამათმა სკანდალი გამოიწვიოს. პირადი ცხოვრებისგან განსხვავებით, პროფესიული საქმიანობა წარმატებული იქნება. საკუთარი პოზიციის დაცვას და ოპონენტების დარწმუნებას შეძლებთ, რაც წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მოზღვავებული ემოციები ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. უმცირესი წინააღმდეგობა გაღიზიანებთ და სამაგიეროს გადახდას ცდილობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად კოლეგებთან ურთიერთობები შეზღუდოთ და ემოციები აკონტროლოთ. სავარაუდოდ, ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოჩნდება და მხედველობიდან არ გამოგეპაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. ეცადეთ, თანამოსაუბრესთან ბოლომდე გულწრფელი იყოთ და საკუთარი სიტყვები მოქმედებებით გაამყაროთ. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედაც აუცილებლად უნდა სცადოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ეცადეთ პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროთ. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით - ამან შეიძლება მოლოდინის საპირისპირო შედეგი მოგიტანოთ. შეთავაზებას გულმოდგინე განხილვისა და კონსულტაციების გარეშე ნუ დათანხმდებით, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღეში ვითარება შეიცვლება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ახლობელმა ადამიანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანამდე ეცადეთ, ყველა წვრილმანი გაარკვიოთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნოთ - გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way