USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 მარტი?
Date:  4577

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოგიწევთ. „რომ არ გადაიწვათ“ ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს განმარტოებით დაისვენოთ. დადებითი ემოციები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სავარაუდოდ, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულება მოგიწევთ. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, საქმეში კოლეგები ან მეგობრები ჩართოთ - სხვა სიკეთეების გარდა, ეს ურთიერთობის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. სასურველია, მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენას ცდილობთ, თუმცა სანამ შედევრებს შექმნით და მსოფლიოს გააოცებთ, საყოფაცხოვრებო საკითხები უნდა მოაგვაროთ. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ბევრი კირჩხიბისთვის რთული დღეა. გსურთ თუ არა, ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება და რთული დავალების შესრულება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ. მეგობრებთან გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს ანაწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, მაგრამ უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილით იწვით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ოთხ კედელში ნუ გაჩერდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით - ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ. მაღაზიებში სიარულის დროს ფრთხილად იყავით, რომ ფული ან ძვირფასი ნივთი არ დაკარგოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული და გრძელი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ - დროა, ვარჯიში და დიეტა დაიწყოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, ამ დღეს ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით და იუმორით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რაც უფრო კარგი განწყობით გაიღვიძებთ, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყოთ ან ძველი, უსიამოვნო საკითხი მოაგვაროთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და სულელური კამათის გამო სიყვარული არ დაკარგოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომა ამ დღეს სათანადოდ დაფასდება. შეიძლება ფინანსური ბონუსი ან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ და საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ. კარგი იქნება, თუკი ახალ, საინტერესო ადგილს მოინახულებთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხში პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ და უკან არ დაიხიოთ. საღამოს შეგიძლიათ სამსახურის შესახებ დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებთან სამომავლო გეგმები განიხილოთ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მეტი წყალი დალიეთ და მეტი ხილი მიირთვით.

 

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way