USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 მაისი?
თარიღი:  5740

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ სხვებთან, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უხეშობისა და აგრესიის გამოვლენას მოერიდოთ. თქვენი მოუთმენლობა და პრეტენზიები შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ ორმხრივი ბრალდებები თქვენს გეგმებში არ შედის, გონივრული კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანებს ის არ უნდა უთხრათ, რისი მოსმენაც თავად არ გინდათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი პრობლემები დროებით დაივიწყოთ და გვერდით მყოფ ადამიანებზე იზრუნოთ. შესაძლოა, მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და მისი მოსმენა მოგიწევთ. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და დიდხანს იფიქროთ, დაეხმაროთ თუ არა ვიღაცას ფულით, თანამდებობით და კავშირებით? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაეხმაროთ, რადგან სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ, სამყარო კი უფრო ნათელი და უკეთესი გახდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შესაძლოა, თავზე გარშემომყოფთა კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. ადამიანები თქვენს უმცირეს შეცდომასაც კი ხედავენ, ხოლო თუ შეცდომები არაა, სიამოვნებით გამოიგონებენ. ეცადეთ შექმნილ მდგომარეობას იუმორით შეხედოთ. ბოლოს და ბოლოს, არ აკრიტიკებენ იმას, ვინც არაფერს აკეთებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ზურგს უკან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება! შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, ჭორებს გივრცელებთ ან სამსახურში პრობლემებს გიქმნით. არაკეთილმოსურნე ადამიანებმა რომ თქვენი დაზიანება ვერ შეძლონ, ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს კარგად აკეთებთ საქმეს, რომელიც ყურადღებას, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. განსაკუთრებით კარგად ფულის დათვლა გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაღაზიებში სიარულის დრო გამონახოთ - ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საკუთარი თავი ნებისმიერ საკითხში პირველ ადგილზე გიყენიათ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ და სხვების აზრით არ ინტერესდებით. გარშემომყოფებს თქვენი თავდაჯერებულობა არ მოსწონთ, ამიტომ თქვენი კეთილი განზრახვების მიუხედავად, მოსალოდნელია კონფლიქტები და წინააღმდეგობა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე დაივიწყოთ და ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. დაფიქრდით, ყველაზე ძვირფას ადამიანს ბოლოს გულწრფელად როდის ესაუბრეთ? თქვენს შორის უხილავი ძაფები რომ არ გაწყდეს, ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი?

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე გაიძულებთ, რომ სასწაულების დაიჯეროთ. შესაძლოა, დეჟავიუს განცდა გეწვიოთ ან თქვენს თვალწინ საოცარი მოვლენა მოხდეს. არც სასიყვარულო მაგიაა გამორიცხოთ. რატომაც არა? სიყვარულიც ხომ სასწაულია, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი, გამოცდილი საშუალებები მოგიტანთ. თავი შეიკავეთ გაბედული ექსპერიმენტებისგან თუ გსურთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ჯობს და სწორედ კონსერვატიული მიდგომა დაგეხმარება არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მთელ დღეს გარშემომყოფებისთვის უანგარო რჩევების მიცემაში გაატარებთ. ამასთან, რჩევები ზედმეტად ემოციური, მაგრამ ძალიან პრაქტიკული იქნება! იგივე ადამიანები თქვენი კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყვნენ - რჩევების მიცემისა და დახმარების გარდა, მზად ხართ ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ მიუთითოთ შეცდომისა და ნაკლოვანებისკენ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

არახელსაყრელი დღეა, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ თავად ხართ - ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და წყობიდან გამოჰყავხართ. ეს შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში წყენისა და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და რაიმე სასიამოვნო აკეთოთ – მაგალითად, სპორტდარბაზში ივარჯიშოთ ან მხიარულ ფილმს უყუროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ახალი საქმის ან პროექტის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა - ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული. თუ გსურთ, რომ ამ დღემ ნაკლები იმედგაცრუება მოგიტანოთ, გირჩევთ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. დიახ, შრომითი წარმატებებით თავს ვერ გამოიჩენთ, მაგრამ ვერც რამეს გააფუჭებთ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის