USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 აპრილი?
Date:  907

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მუშაობის განწყობა არ გაქვთ, მაგრამ გადაუდებელი სამუშაო ამის საშუალებას არ გაძლევთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ამ დღეს სტრესის მოხსნაში ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაც კი ვერ დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სახლსა და ოჯახის წევრებზე ბევრს ფიქრობთ და ნერვიულობთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ. სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან შეიძლება უსიამოვნო სიახლე მიიღოთ. მეგობრებთან შეხვედრა ან გასართობ დაწესებულებაში ვიზიტი სტრესის მოხსნასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

არახელსაყრელი დღეა აქტიური ურთიერთობების, შეხვედრებისა და სოციალური ცხოვრებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონფლიქტების ასაცილებლად ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან უფრო თავშეკავებული და ყურადღებიანი იყავით. გაფრთხილდით - შეიძლება ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და აქტივობები შეამცირეთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს გაუზიარებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ საქმიან პარტნიორებთან თუ პირად ცხოვრებაში ბევრი კამათი გელით. ნუ ეცდებით ადამიანებზე ზეწოლას და საპასუხო აგრესიას არ მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ უსაფუძვლო ეჭვიანობა თქვენს ურთიერთობას დააზიანებს. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გინდათ თუ არა, მოგიწევთ, რომ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და მიმდინარე საქმეებშიც დაბრკოლებები გელით. დამშვიდდით, წარუმატებლობის პერიოდი ხანმოკლე იქნება.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. ეს დღე შესაფერისია მიმდინარე საქმეების დასრულებისა და დასვენებისთვის. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ - ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის რთული აღმოჩნდეს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სამსახურში ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ ყველაფრის სწრაფად და მარტივად დასრულება არ გამოდის. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო იქნება - ღირებულ რჩევას ან ავტორიტეტულ აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ. მოერიდეთ უთანხმოებას განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებთან.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეცადეთ, ყოველი გადაწყვეტილება მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ. ნუ იქნებით ეგოისტი, ეცადეთ საყვარელი ადამიანის გრძნობებიც გაითვალისწინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ, სახლში დაგეგმილ ცვლილებებზე და ფინანსური საკითხები მოგვარებაზე ჯერჯერობით უარი თქვათ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. საყვარელ ადამიანს გული გადაუშალეთ და საკუთარი ემოციების შესახებ გულწრფელად ესაუბრეთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს სასურველის მისაღებად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოვიდეს და ვინმესთან კამათიც კი მოგიწიოთ, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია. ფრთხილად იყავით მგზავრობის და მანქანის მართვის დროს. თუ გრძნობთ, რომ საქმიან პარტნიორთან ურთიერთობა იძაბება, სასწრაფოდ კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა იპოვოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა მიმდინარე საქმეების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში გადატვირთვას მოერიდოთ და ხშირად დაისვენოთ. კოლეგებთან სასიამოვნო ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way