USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 აგვისტო?
дата:  3034

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს თითქოს წარმატებას ასხივებთ! თქვენს შინაგან ჰარმონიას და თავდაჯერებულობას შეუძლია სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეცვალოს. ერთადერთი, რასაც ხვალ უნდა მოერიდოთ თავმდაბლობაა. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს, პირიქით, ეცადეთ ბოლომდე გამოავლინოთ. აჩვენეთ გარშემომყოფებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი ღირსი ხართ და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ემოციური განახლების დღეა. თუნდაც გარემოებებმა მოსაწყენი საქმის კეთება გაიძულოთ, ეცადეთ მას შემოქმედებითად მიუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით. დიდი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავეთ - ამ დღეს ძალიან დაბნეული და გონებადაფანტული ხართ და შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს წარმატება გელით ყველაფერში, რაც მოგზაურობას, მივლინებებს და პროფესიულ განვითარებას შეეხება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ ახალი პროფესიის შესწავლა დაიწყოთ, ახალი ჰობი იპოვოთ ან ის ადგილები მოინახულოთ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის შესანიშნავი დღეა! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულება მოაწყოთ - ეს მთელი კვირის სამყოფი პოზიტივით მოგამარაგებთ. რაც შეეხება საქმებს, აქ სირთულეები გელით. სწრაფად მოქმედება მოგიწევთ, რომ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს თავად შეიძლება ვერც ხვდებით, მაგრამ თქვენი ხისტი განცხადებები და უხეშობა ვიღაცას გულს სტკენს. გირჩევთ, თქვენი რექციები აკონტროლოთ, რომ ძვირფასი ადამიანები არ დაკარგოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

იდეალური შემსრულებელი ხართ, რომელსაც შეუძლია სხვისი სურვილები ამოიცნოს, მაგრამ ინიციატივისთვის განწყობილი არ ხართ და შედეგზე პასუხისმგებლობის აღება გსურთ. ასე რომ, საუკეთესო, რისი გაკეთებაც ხვალ შეგიძლიათ, დასვენებაა. სანამ თქვენ ისვენებთ, თქვენი ხელქვეითები ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებენ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დაფიქრდით ყველაფრით კმაყოფილი ხართ? იქნებ ყოველდღიური რუტინით დაიღალეთ ან თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა? ეს დღე საკმაოდ შესაფერისია, რომ გადამწყვეტი მოქმედებები დაიწყოთ. სიახლეების ნუ შეგეშინდებათ, თორემ შეიძლება წარსულში დიდი ხნით ჩარჩეთ. ყურადღებით იყავით - ხვალ შეიძლება რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი გაიგოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

კარიერისა და ბიზნესისთვის ნაკლებად, მაგრამ სწავლისთვის ეს იდეალური დღეა. იფიქრეთ როგორ გაზარდოთ თქვენი პროფესიონალიზმის დონე. იქნებ სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ, თვითგანათლებას შეუდგეთ ან გამოცდილ კოლეგებთან წაიმუშაოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში თქვენ წინაშე შესაძლებლობების ბევრი ახალი კარი გაიხსნება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე ახალი ნაცნობობით და ურთიერთობებით ასევე ინფორმაციის მოძიებითა და დამუშავებით დაგამახსოვრდებათ. რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უკეთესი! ხვალ ინფორმაციის ნაკადში ორიენტირებას მშვენივრად შეძლებთ და უსარგებლო ინფორმაციას უბრალოდ ამოშლით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ყველაფერს ზედმეტად მკაცრად და კატეგორიულად აფასებთ, რაც თქვენს გადაწყვეტილებებზეც და ურთიერთობაზეც გავლენას მოახდენს. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, თქვენს ხელქვეითებს შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს თქვენს ჰოროსკოპში ემოციები და რომანტიზმი ჭარბობს. რაც შეეხება საქმეს, თქვენი წარმატების საიდუმლო გუნდური შრომაა - თანამოაზრეებთან ერთად მთებს ადგილიდან დაძრავთ. გარდა ამისა, ერთგულ ადამიანებში შეიძლება ისეთები აღმოაჩინოთ, ვისგანაც არ ელოდით. მათი რჩევებით და მხარდაჭერით, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ემოციური და შრომატევადი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი დღეა. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარება არსებობს, ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ. უთანხმოება შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს და დღის ბოლომდე მისი მოგვარება მოგიწევთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი გახდება.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати