რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის:
ვერძი
ვარსკვლავები კარგ შესაძლებლობებს გთავაზობენ და ხელიდან რომ არ გაუშვათ, სწრაფად მოგიწევთ ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება! სავარაუდოდ, სიტუაცია თქვენგან ოსტატურად და არასტანდარტულად მოქმედებას მოითხოვს და ამისთვის ყველა საჭირო თვისება გაქვთ: სწრაფი რეაქცია, აზარტი და კომუნიკაბელურობა. ეს დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფთა სიმპათია მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.
კურო
შეგიძლიათ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე თამამი გეგმების განხორციელება დაიწყოთ - შედეგი მოსალოდნელზე კარგი იქნება. ამიტომ გირჩევთ, იმოქმედოთ და დრო წვრილმანებზე და ყოველდღიურ საზრუნავზე არ დაკარგოთ. წინ ახალი ჰორიზონტები გელით!
ტყუპები
რაღაც საკითხში არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ახლა ეს საკითხი უმნიშვნელო გგონიათ, მაგრამ თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ეცადეთ, არჩევანის გაკეთებისას ემოციებს არ აჰყვეთ და სხვების რჩევებს არ ენდოთ. საქმე სანანებლად რომ არ გაგიხდეთ, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს არ ხართ კომპრომისისთვის განწყობილი - ყველაფერი ან არაფერი. მიზანს ნათლად ხედავთ, მისკენ მიდიხართ და ეს განწყობა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ მოთხოვნებზე აისახება.
გასაკვირი არ არის, რომ მთელი დღე უკმაყოფილო ხართ და ბრაზს გარშემომყოფებზე იყრით. ასეთი დამოკიდებულებით პროფესიულ საქმიანობაში შეიძლება ბევრს მიაღწიოთ, მაგრამ არა - ადამიანებთან ურთიერთობაში.
ლომი
ამ დღეს ყველაზე ნაკლებად გარშემომყოფების აზრი გაინტერესებთ და საკუთარ სიმართლესა და მოქმედებებში დარწმუნებული ხართ. ასეთი დამოკიდებულება შეიძლება გადაწყვეტილების მიღებასა და წარმატებაში დაგეხმაროთ, მაგრამ ასევე შეიძლება ჩხუბის მიზეზი გახდეს.
მზად ხართ საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროთ, რჩევით დაეხმაროთ და ბრძენი მენტორის როლი მოირგოთ.
ქალწული
თქვენი ენერგიულობა გარშემო მყოფებში შურს აღძრავს. ამ დღეს თქვენს ჰოროსკოპში ისეთი თვისებები ჭარბობს, როგორიცაა აქტიურობა და თავდაჯერება.
გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მუხტით ყველაზე რთული საქმეების მოგვარებას გეგმავთ. მთავარია, თქვენი ზედმეტი თავდაჯერებით გარშემო მყოფები არ გააღიზიანოთ.
სასწორი
მოულოდნელმა სირთულეებმა შეიძლება დაგაბნიოთ, მაგრამ სავარაუდოდ, გამოწვევას გაუმკლავდებით. ვარსკვლავებმა ისეთი თვისებებით დაგაჯილდოვეს, როგორიცაა ნებისყოფა, მოქნილი გონება და ადამიანების დარწმუნების ნიჭი. ამის წყალობით შეძლებთ ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. ყოველი გარემოების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, მათთან მოლაპარაკება კი არ გაგიჭირდებათ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაეყრდნოთ ისეთ არასაიმედო რამეს, როგორიც ინტუიცია. ამ დღეს ყველაზე კარგად იმ საქმეებს უმკლავდებით, სადაც ზუსტი გათვლები და ფაქტების ანალიზი გჭირდებათ.
გირჩევთ, ეს დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს მიუძღვნათ და არ ინანებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ანგარიშები მოაწესრიგოთ, ბიუჯეტი დაგეგმოთ ან გამდიდრების გენიალური გეგმა შეადგინოთ.
მშვილდოსანი
სხვების დახმარებაზე უარს ამბობთ, რჩევებს უგულებელყოფთ და დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ იცით. მშვენიერია, მაგრამ თქვენმა ზღვარგადასულმა თავდაჯერებამ შეიძლება საქმე გააფუჭოს.
თუნდაც რაღაცაში ბოლომდე დარწმუნებული იყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მართალი ხართ. თქვენი გამოცდილება და უნარები გარკვეული საკითხების გადასაჭრელად შეიძლება არასაკმარისი იყოს, ყველაზე დიდი შეცდომა კი ისაა, რომ თავი შეუმცდარი გგონიათ.
თხის რქა
თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ და უმარტივესი სამუშაოს შესრულებაც კი გიჭირთ. ამიტომ სიამოვნებით შემოდებთ თაროზე ყველაფერს, რისი სამომავლოდ გაკეთებაც შეიძლება. მდგომარეობს თქვენი პესიმისტური განწყობაც ამძიმებს.
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ გამოფხიზლდებით, ეს დღე კარგ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.
მერწყული
ემოციებით სავსე დღეა! მდიდარი წარმოსახვის წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება გელით, მაგრამ მთავარი, რასაც ვარსკვლავები გპირდებიან,სპონტანურად გაჩენილი გრძნობებია. ამის მიზეზი შეიძლება ვიღაცის ღიმილი ან პაემანზე მინიშნებაა. გრძნობები თქვენს გულს უფრო სწრაფად ფეთქვას აიძულებს და ეს მშვენიერია!
თევზები
რაღაც საკითხში მოგების შანსი გაქვთ. ეს შეიძლება პროექტის წარმატებით დასრულება, სიყვარულში ან დებატებში გამარჯვება იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს შესაძლებლობა პოზიციების გასაუმჯობესებლად და კონკურენტების დასამარცხებლად გამოიყენოთ.
იდეალური დღეა ამბიციური გეგმების დასახვისა და მიზნების მიღწევისთვის.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.