USD 2.6577
EUR 3.0768
RUB 3.6692
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 სექტემბერი?
Date:  4397

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის პირველ ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, პროფესიული პრობლემები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ - ეს გადაწყვეტილების პოვნას გააადვილებს. დღის მეორე ნახევარი სიფრთხილეს მოითხოვს. ეცადეთ, ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და რეალობა დაინახოთ. უფროსი ნათესავების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, დაწყებული პროექტი დაასრულოთ და სხვა ადამიანებს დაეხმაროთ. შეგიძლიათ დაიწყოთ საქმე, რომელიც მდიდარი წარმოსახვის უნარს და შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, თქვენს ღირსებებს კიდევ ერთხელ დააფასებენ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მიზნების მისაღწევად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. საბედნიეროდ, ახლოს არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ რჩევისა და დახმარებისთვის მიმართოთ. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან და ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დღის პირველი ნახევარი იმედებს გაგიმართლებთ - მიზნის მიღწევა იმაზე ადვილი აღმოჩნდება, ვიდრე ფიქრობდით. ხშირად ამაში ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას ან უბრალოდ, კარგ დამოკიდებულებასაც არ ელოდით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობები. არ ინერვიულოთ - ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ყველაზე მეტად თავდაჯერება და სიმტკიცე გჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

საქმიანი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მხარდაჭერას მათგანაც კი მიიღებთ, ვისაც საკუთარ მოკავშირედ არასოდეს თვლიდით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.

გირჩევთ, შემოსული ინფორმაცია გამუდმებით აკონტროლოთ, რათა მხედველობიდან არაფერი გამოგრჩეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ. შესანიშნავი დღეა გრძნობების აღიარებისთვის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს იმაზე მეტად მოუთმენელი ხართ, ვიდრე ოდესმე. თქვენი მონდომება და პრინციპულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ბევრი ქალწული კონკურენტების დამარცხებას შეძლებს, მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.

უფროსი ნათესავები თქვენი ქმედებებითა და სამომავლო გეგმებით უკმაყოფილოები არიან. ეცადეთ ღია კონფლიქტი თავიდან აიცილოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ცდილობთ, ერთდროულად რამდენიმე პრობლემა დაძლიოთ. ეს არასწორი სტრატეგიაა, ამიტომ გირჩევთ, სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ.

ხელსაყრელი დღეა დასვენების გართობის, მოგზაურობისა და ექსკურსიებისთვის. ამ დღეს გაცნობილ ადამიანთან ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა გელით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

იღბლიანი დღეა. ინტუიცია გიკარნახებთ, რა და როდის უნდა გააკეთოთ. ენდეთ და იმას მიიღებთ, რაზედაც ოცნებობდით. ზოგჯერ მიზნის მისაღწევად რისკზე წასვლა გიწევთ, თუმცა ეს სულაც არ გაშინებთ.

სავარაუდოდ, მომგებიან გარიგებას დადებთ და ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ. როცა საქმე ფულს ეხება, შეცდომებს არ უშვებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს თქვენი ამოცანა ახლობელი ადამიანის დახმარებაა. თუ ამ ადამიანს პრობლემები აქვს, ეცადეთ, მოთმინებით მოუსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. მთავარია, მზრუნველობა აკვიატებაში არ გადაიზარდოს და თავი არ მოაბეზროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებებისთვის. ამ დღეს საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი იპოვით, მაგრამ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო არ იქნება.

დღის მეორე ნახევარში საქმიანი აქტივობა მცირდება, სამაგიეროდ, ძველ მეგობრებთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენის შანსი გექნებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოულოდნელი სიახლე ძალიან გაგახარებთ. დროულად მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ გაურკვეველ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიმართლებთ და დიდხანს მოგემსახურებათ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან სასიამოვნო შეხვედრა გელით. ამიტომ ნუ მოერიდებით ხალხმრავალ შეკრებებს - იქ სასარგებლო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, განსაკუთრებით - თუ ის გავლენიანი ადამიანების მონაწილეობას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამუშაოსთვის, რომელიც სიზუსტეს და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.

თუ უმიზეზო სევდა მოგეძალათ, მარტო ნუ დარჩებით - ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვინც თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებს.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way