USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 მარტი?
Date:  4114

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეთ, რომ ყურადღება აღარ გაგიფანტოთ. შემდეგ კი ახალი, საინტერესო პროექტების დაწყებას შეძლებთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ და კოლეგებს ან საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდით - ისინი აუცილებლად მხარს დაგიჭერენ. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული პროექტის დასრულების შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რაიმე სასიამოვნო ან გემრიელი იყიდეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ. პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, ამიტომ ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველ ნახევარში საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი მუშაობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის უფრო შესაფერისია. გირჩევთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ, რომ უმნიშვნელო საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიების გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ, რადგან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ეცადეთ, ამ დღეს დაწყებული საქმე ამ დღესვე დაასრულოთ და სამომავლოდ არ გადადოთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს. ეს შეიძლება როგორც ადამიანი, ისე რაღაც მოვლენა იყოს, თუმცა ამის გამო შვებას უფრო იგრძნობთ, ვიდრე სინანულს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სწორად შედგენილი, მკაფიო გეგმა საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა დავალება დროულად დაასრულოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. გაზაფხული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი დროა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ემოციურად დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ დენთივით იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ კონტაქტები შეზღუდოთ და ნაკლები ისაუბროთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ კარგად გამოიძინოთ და დილიდან საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. ეს დაგეხმარებათ ამ დღის ყველა სირთულეს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შესაძლოა რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით.

ეცადეთ სახლი ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ კოლეგებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ. აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი წარმატებების შესახებ ყველას უამბოთ და შურიანი ადამიანები გააღიზიანოთ. თუ დისკუსიებში მონაწილეობას გეგმავთ საკუთარი მოსაზრებები თავზე არავის მოახვიოთ. ეცადეთ ოპონენტები ძალიან მკაცრად არ გააკრიტიკოთ. სახლის დალაგება და მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პესიმისტური აზრები მოიცილოთ. ეს მუშაობაში ხელს და მთელ დღეს გაგიფუჭებთ. ეცადეთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და მენეჯმენტის მოწონება დაიმსახუროთ. გირჩევთ სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. ხელსაყრელი დღეა მაღაზიების შემოვლისა და საჩუქრების შეძენისთვის.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ დილა მშვიდად გაატაროთ და ნაკლები ისაუბროთ. შემთხვევით ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ბევრი გეგმა გაქვთ და ახლა მათი განხორციელებისთვის შესაფერისი დროა.სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თქვენი კომუნიკაბელურობისა და უნარების დამსახურებით ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ ამ ხელსაყრელი შესაძლებლობით ისარგებლოთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოუნდეთ და საქმის შესახებ დაივიწყოთ. მოდუნდით და დაისვენეთ. საყვარელ ფილმს უყურეთ ან წიგნი წაიკითხეთ.

 

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way