USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 მაისი?
дата:  5524

როგორ დღეს გვპირდება ასტროლოგი 15 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დილას მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე უნდა გადაიტანოთ. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და დაუვიწყარი ემოციები გელით. პირად ცხოვრებაში ურთიერთობების გაღრმავებისთვის ცოტა მეტი უნდა იაქტიუროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენი პიროვნული ხიბლი ნებისმიერ კარს გააღებს. ამ დღეს ისეთ ადამიანებთანაც კი შეძლებთ ურთიერთობის დამყარებას, რომლებიც არასოდეს მოგწონდათ. გარშემო მყოფებთან უთანხმოების მიუხედავად, ეცადეთ, კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. თუ გსურთ, რომ ეს დღე სასიამოვნოდ გაატაროთ, გეგმას მიჰყევით და დრო აკონტროლეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ გსურთ, რომ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეები დროულად დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ, ეცადეთ, სამუშაო დრო რაციონალურად გამოიყენოთ. შეხვედრები და მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. გირჩევთ, საღამოს სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

კირჩხიბი  (22 ივნისი - 22 ივლისი)

აქტიურობა და ენთუზიაზმი უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. თუ საკითხს სხვა კუთხიდან შეხედავთ, შეიძლება მარტივი და მოგებიანი გამოსავალი იპოვოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ლომი  (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს, უმნიშვნელო პრობლემები და უსიამოვნებები უნდა დაივიწყოთ, რომლებიც განვითარებაში ხელს გიშლით. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ და მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანებისგან სიახლეები გელით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სხვა ადამიანების პრობლემებზე ფიქრი ყურადღებას გიფანტავთ და მუშაობაში ხელს გიშლით. თუ შესაძლებელია, ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდეთ და დღე მარტოობაში გაატარეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მიმდინარე საქმეები ეფექტურად დაგეგმოთ და ძველი პრობლემის გადაჭრა შეძლოთ.

სასწორი  (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ახალი საქმის დაწყებაში ძველი გარემოებები ხელს გიშლით, ამიტომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ. ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და უკვე დაწყებული პროექტების დროულად დასრულებაზე იზრუნოთ. შეიძლება გეგმები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები არ უნდა დანიშნოთ.

მორიელი  (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რთული და დაძაბული დღე გელით. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება დიდ დროს გართმევთ და ოჯახზე ზრუნვისთვის ვეღარ იცლით. ნუ ინერვიულებთ, თუ გარემოებებმა გეგმის შეცვლა და თქვენთვის უცნობი საქმის კეთება გაიძულათ. დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მომდევნო ეტაპზე გადაიყვანოთ და ერთობლივ მომავალზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრება გაიმარტივოთ და ზოგი პრიორიტეტი და ამოცანა შეცვალოთ. ეცადეთ, რთულ სიტუაციაში მეტი ფანტაზია და კრეატიულობა გამოიჩინოთ და პრობლემების არასტანდარტული გადაჭრა აირჩიოთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში ვიზიტისა და ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გარემოებები თქვენ სასარგებლოდ და თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება. გირჩევთ ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ - ამ დღეს საქმის საბოლოო შედეგი მათზეა დამოკიდებული. ახალი ადამიანების გაცნობა ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ, რომლებსაც შეიძლება საბედისწერო შეცდომა მოჰყვეს. თუ საკმარისი ინფორმაცია ან რესურსი არ გაქვთ, ჯობს ცოტაც მოითმინოთ და ახალი პროექტისთვის ფრთხილად მოემზადოთ. გირჩევთ, გარშემო მყოფთა მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმინოთ და დასკვნები ისე გამოიტანოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს დასუფთავებასა და ნივთების მოწესრიგებაში გაატარებთ, თუმცა არც თქვენი პირდაპირი მოვალეობები უნდა დაივიწყოთ. რთულ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი ადამიანი მოინახულოთ, რომელსაც ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати