USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 მაისი?
дата:  1224

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. გუნდური მუშაობა ნაყოფიერი გამოდგება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. გირჩევთ, ახალი პროექტის დეტალები კოლეგებთან განიხილოთ და იდეები და წინადადებები გაუზიაროთ. მენეჯმენტთან გულწრფელი საუბარი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ზედმეტად ემოციური დღეა, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანებს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. შესაძლოა დღეს მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, აღიარეთ და მოიბოდიშეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვიღაცამ თქვენი გარემოცვიდან შეიძლება ძვირფასი და საყვარელი ნივთის გარეშე დაგტოვოთ. ნუ გამოიჩენთ უცნობებთან გულწრფელობას და ნუ მოუყვებით მათ თქვენი გეგმების ან პირადი ცხოვრების შესახებ, თორემ მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან, სიტუაცია მალე შეიცვლება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც საინტერესო იდეებს გაწვდიან. ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავს და თქვენ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სხვა თვალით შეხედოთ. კრიტიკა მშვიდად მიიღეთ - ახლობელი ადამიანები პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას გთავაზობენ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც ყველას არ მოეწონება. ეცადეთ, წინააღმდეგობა გადალახოთ და სიმტკიცე გამოიჩინოთ. პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად მოხიბლავთ. მეგობრების გარემოცვაში გართობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი, საინტერესო მოვლენა ხდება და ეცადეთ, ცვლილებებს მოერგოთ. გირჩევთ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეამოწმოთ, რათა ხარვეზი დროულად აღმოაჩინოთ. სამსახურში და სახლში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, იმოქმედოთ როგორც დიპლომატმა, მომლაპარაკებელმა, დამოუკიდებელმა მესამე მხარემ. არ შეგეშინდეთ მონაწილეობა კამათსა ან დისკუსიაში. თქვენი წონასწორობისა და სიმშვიდის წყალობით, ყოველგვარ კონფლიქტს დაძლევთ და ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც ყველას დაამშვიდებს. თუ არგუმენტები გამოგელევათ, თანამოსაუბრეებს გაუღიმეთ - თქვენი პიროვნული ხიბლი სასწაულს მოახდენს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს გარემოებები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის - თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ბევრი მოულოდნელობა გელით, მაგრამ ეცადეთ, სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. კოლეგების შეცდომა ან მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება უამრავ პრობლემას შექმნის, მაგრამ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, სირთულეებს დროულად გაუმკლავდებით და პირადი ცხოვრების დროც დაგრჩებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მონდომება და მიზანსწრაფულობა პრობლემების გადალახვაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება და იღბალიც გაგიღიმებთ. საქმიან მოლაპარაკებებში მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, სტრესული მდგომარეობის განმუხტვა, ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, სახლის მშვიდ გარემოში სცადოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, რათა მნიშვნელოვანი საქმე ადგილიდან დაძრათ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. საინტერესო ადამიანთან შეხვედრა დიდებული საქმისთვის შთაგაგონებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, სევდიანი აზრები მოიშოროთ და რაიმე სასიამოვნო საქმით დაკავდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელზედაც თქვენი ახლო მომავალია დამოკიდებული. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати