USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 იანვარი?
Date:  372

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის:

ვერძი

დიდი მცდელობის მიუხედავად, თეორეტიკოსი ვერძი პრაქტიკოსად ვერ იქცევა. მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, თუ რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ, თუმცა საეჭვოა, რომელიმე იდეის განხორციელება შეძლოთ.

კურო

მთელი დღის განმავლობაში ცდილობთ საკუთარი მოქმედებები აკონტროლოთ და სამწუხარო გაუგებრობა არ შეიმჩნიოთ. გაუგებრობა კი ბევრი იქნება, თითქოს გარშემომყოფები ალოგიკურად და არათანმიმდევრულად განგებ იქცევიან. ამ დღეს თავის შეკავება არ გაგიჭირდებათ, თუმცა დაგროვილი წყენა რამდენიმე დღეში თავს იჩენს და კონფლიქტში გადაიზრდება. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, კომოპრომისი მონახოთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის ისეთი საქმის დავალება, რაც მის პირდაპირ მოვალეობებში არ შედის, უშედეგოდ დასრულდება. ამ დღეს ისინი თავიანთ უშუალო მოვალეობებსაც კი უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან, სამაგიეროდ, დიპლომატიური უნარების წყალობით პრობლემებს ადვილად უმკლავდებიან.

კირჩხიბი

საკუთარი სახლის გრანდიოზული რეორგანიაციის იდეა მოგივიდათ, თუმცა მისი განხორციელება კატეგორიულად არ შეიძლება. გამორიცხული არ არის, რომ შემოქმედებითი აღმაფრენის დროს რაღაც სერიოზულად დააზიანოთ ან ყველა სამშენებლო წესი და ნორმა დაარღვიოთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი აზრები და გეგმები უჩვეულო სიღრმითა და სიკაშკაშით გამოირჩევა და მნიშვნელობა არ აქვს, რომ მათგან რომელიმე განხორციელდება თუ არა. მერე რა? ბოლოს და ბოლოს, ოცნება სასარგებლოა. ეს დღე მდიდარი წარმოსახვის მქონე ლომებს უამრავ ბედნიერ წუთს ჰპირდება.

ქალწული

დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ქალწული მხოლოდ ფინანსური ან სხვა სახის პრობლემებისგან გაქცევას ცდილობს. ზოგჯერ პრობლემაზე თვალის დახუჭვა შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ თავად პრობლემა ამ დროს არსად ქრება და ადრე თუ გვიან მისი გადაჭრა მოგიწევთ.

სასწორი

ცდილობთ, რომ თავშეკავება გამოიჩინოთ, მაგრამ შინაგან მოუსვენრობას ვერაფერს უხერხებთ. ემოციების დამალვას სჯობს, ადამიანს პირისპირ უთხრათ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ. ასე ყველასთვის უფრო ადვილი იქნება.

მორიელი

ამ დღეს დინებას გაუაზრებლად მიჰყვებით და პრობლემებსა და გაუგებრობებს ყურადღებას არ აქცევთ. მთელ დღეს ამ მშვიდ და აუღელვებელ მდგომარეობაში გაატარებთ, საღამოს კი შეიძლება გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ პრობლემები თავისთავად არ გამქრალა. ასე რომ, ადრე თუ გვიან, მათი მოგვარება მოგიწევთ.

მშვილდოსანი

სურვილებისა და ემოციების დამალვა გიჭირთ. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მშვილდოსანს ვურჩიოთ, გრძნობებისთვის რაიმე უსაფრთხო მეხამრიდის პოვნაა. სხვა შემთხვევაში, მათი მოძალებისას შეიძლება „აფეთქდეთ„ და სრულიად უდანაშაულო ადამიანს დაატეხოთ რისხვა!

თხის რქა

თხის რქა სასწაულებრივად ახერხებს საკუთარ თავში ოცნებებისა და პრაქტიკულობის შეთავსებას. ღრუბლებშიც რომ დაფრინავდეთ, თქვენი ტვინის რომელიღაც კუთხეში ზის გამჭრიახი ფინანსისტი დიდი საოფისე კალკულატორით და დიდი სისულელეების კეთების საშუალებას არ გაძლევთ.

მერწყული

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ თქვენი შინაგანი სამყარო გაამდიდროთ და მრავალფეროვანი გახადოთ. გირჩევთ მთელი თავისუფალი დრო ახალ ნაცნობობას და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას მიუძღვნათ. მით უმეტეს, რომ მიმდინარე საქმე თქვენს აქტიურობას არ მოითხოვს. ამ დროს საინტერესო საუბრის გარდა, რა უნდა აკეთოთ?

თევზები

თავი დაანებეთ თვითგვემას და იმაზე ფიქრს, რომ რაღაცის გაკეთება უკეთ შეგეძლოთ. წარსულში ქექვას სჯობს, მომავალზე იფიქროთ და სამოქმედო გეგმები შეადგინოთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way