USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 იანვარი?
თარიღი:  3034

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

უმნიშვნელო საკითხებზე დრო რომ არ დაკარგოთ, ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე და მის საბოლოო შედეგზე გადაიტანოთ. გეჩვენებათ, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები გამოტოვეთ და შანსი ხელიდან გაუშვით, მაგრამ არ ინერვიულოთ - მალე გეგმების განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რომანტიკული განწყობა ნაყოფიერ მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ მუშაობისთვის განეწყეთ და მეტი იაქტიურეთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ის წარმატებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას მიგანიშნებთ. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ტყუპებს ნათელი, ემოციურად მდიდარი დღე ელით. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საკითხებს, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რომ მთავარი საკითხები არ გამოტოვოთ და მიჰყევით. რთული და მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ და უკვე დაწყებული საქმის დასრულებაზე იზრუნოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ჯილდო მიიღოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თქვენი სამომავლო გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ. გამორიცხული არ არის, რომ კონკურენტმა თქვენი იდეა მიითვისოს. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი დათმოთ და საკუთარი აზრის ვინმესთვის მტკიცებას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობით სავსე ხართ და მუშაობა არ გეზარებათ, ამ დღეს შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. მზად იყავით, რომ შედეგის მისაღწევად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას მოერიდეთ უხეშობას, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. უახლოესი დღეების ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და უკან არ დაიხიოთ. ნუ გადაიღლებით, თორემ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. უახლოეს ხანებში საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, იმუშაოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გაზრდილი ემოციური ფონი ზედმეტად მგრძნობიარეს გაგხდით. ეცადეთ, გადაწყვეტილება „ცივ გონებაზე“, ლოგიკურად მიიღოთ. უარი თქვით პროექტზე, რომელიც უინტერესო გეჩვენებათ, თორემ შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება - შედეგს სულ მალე დაინახავთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სახლის ან სამუშაო სივრცის მოწესრიგება თქვენს შრომისუნარიანობაზე დადებითად აისახება. მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და ზოგი შეხვედრის ან შეთანხმების გადადება მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს - შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. მოემზადეთ გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვის და ეცადეთ, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. დროა, ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ - მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზება ჰქონდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის - თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. საქმიან ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ. მარტოხელა თუ ხართ, გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენმა გადაჭარბებულმა მონდომებამ და სასურველის მისაღებად გარშემო მყოფებზე ზეწოლამ შეიძლება სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად ჩამოაყალიბოთ საკუთარი იდეები, სანამ სხვებს გაუზიარებთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და უმნიშვნელო წყენას დაპირისპირებად ნუ აქცევთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას დაუთმეთ და უსარგებლო საუბრებში დროს ნუ დაკარგავთ. სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი იდეა ან წინადადება მხარდაჭერას ვერ მიიღებს. არ დანებდეთ და მათ გაუმჯობესებაზე იმუშავეთ - რამდენიმე დღეში ვითარება თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.