USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 აპრილი?
Date:  709

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შეაშინოს, ამიტომ ჯერ ყავა შესთავაზეთ, შემდეგ საინტერესო თემებზე ესაუბრეთ და საკუთარ სურვილებზე მერე მიანიშნეთ. სახლისთვის შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავების განლაგება თავს პოპულარულ ადამიანად გაგრძნობინებთ - ყველას თქვენთან ურთიერთობა და თქვენი რჩევის მოსმენა სურს. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან, თანამდებობის პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. რთულ დროს შეგიძლიათ ინტუიციის იმედზე იყოთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

15 აპრილს შესაძლოა, მეგობრებმა და თანამოაზრეებმა რაიმე თხოვნით ან წინადადებით მოგმართონ. სანამ უარს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რადგან ამ იდეამ შეიძლება ფინანსური მოგება ან წარუშლელი შთაბეჭდილებები მოგიტანოთ. სამსახურში, ბოლოს და ბოლოს, შენიშნავენ თქვენს შრომისმოყვარეობას, რაც შემდგომში შეიძლება გარკვეულ პრივილეგიებში აისახოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი კრეატიულობა ან ლიდერობის უნარი გამოავლინოთ. ზოგი კირჩხიბი ძვირფას საჩუქარს ან საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, ზოგი კი შვებულებისთვის მზადებას შეუდგება. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა ინდივიდუალური მუშაობისთვის. ინტუიცია გიკარნხებთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და სასურველ მიზანს როგორ მიაღწიოთ. უარს ნუ იტყვით მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებაზე. რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და გაიცნობთ, მით უფრო გაიზრდება საჭირო ადამიანთან შეხვედრის ან სასარგებლო ინფორმაციის მოსმენის შანსი. ეწვიეთ ხალხმრავალ ადგილებს და ჩაერთეთ საუბრებში.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კარგი დღეს ახალი ნაცნობობისთვის - შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს. უსმინეთ საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს და ნუ გადაიღლებით.ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სამსახურში დადებითი ცვლილებების დრო დადგა. ეს შეიძლება ხელფასის მომატება ან მენეჯმენტის ცვლილება იყოს. ამ დღეს თქვენი აქტივობა ყოველდღიური, მიმდინარე საქმეების დასრულებისკენ იქნება მიმართული. შანსი გექნებათ, რომ თქვენი ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და თუ არ იზარმაცებთ, განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლასაც შეძლებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვენიერი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის - ისინი შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. ოჯახთან ერთად გატარებული დრო კმაყოფილებას მოგანიჭებთ. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და ხელსაყრელი შესაძლებლობები მოძებნოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს - ეს სახლსაც ეხება და სამსახურსაც, თუმცა საოჯახო საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ზოგი მშვილდოსანი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან სახლში რემონტს დაგეგმავს. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ძალიან ბევრს იმოძრავებთ და უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდებით. პირადი ცხოვრება და ბავშვებთან ურთიერთობაც ბედნიერებას განიჭებთ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმეებს, რომლებიც კარგად იცით. მოულოდნელმა სირთულემ არ უნდა შეგაშინოთ - მას ძალიან მარტივად გაუმკლავდებით.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. მშვენიერი დღეა ძვირად ღირებული ნივთის, მაგალითად, საოჯახო ტექნიკის შეძენისთვის, რომელიც ცხოვრებას გაგადვილებთ. გირჩევთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ - ასე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საქმისადმი თქვენი შემოქმედებითი მიდგომა და მუშაობის უჩვეულო სტილი კოლეგებისგან გამოგარჩევთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თუ დაგეძაბათ, გაუგებრობების დაძლევაში გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way