USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 თებერვალი?
თარიღი:  904

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14  თებერვლისთვის:

ვერძი

ეს დღე მთლიანად ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაუთმოთ. პიროვნული თვისებები და კომუნიკაციური უნარები საშუალებას მოგცემთ, პრობლემები მარტივად მოაგვაროთ, ადამიანები დაარწმუნოთ და ახალი ნაცნობები შეიძინოთ. როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან კონტაქტებს ჩვეულებრივზე ადვილად ამყარებთ. სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა - ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთულ ამოცანებთან გამკლავება შეგიძლიათ, თუმცა, მიზნის მიღწევას მხოლოდ სირთულეების გადალახვით შეძლებთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლებას ხვდებით. მხოლოდ ასე შეძლებთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გააცნობიეროთ და წარმატებას მიაღწიოთ.

ტყუპები

ეს დღე უამრავ ბედნიერ შესაძლებლობას გთავაზობთ, მაგრამ ამით ისარგებლებთ თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ მოვლენების განვითარებამ შეიძლება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვოს, თქვენ კი ამ დღეს ენერგიულობა გაკლიათ. გირჩევთ, სახეზე ცივი წყალი შეისხათ, მაგარი ყავა დალიოთ და გააქტიურდეთ - მიზანს მხოლოდ ასე მიაღწევთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რუტინას და ყოველდღიურ აურზაურს თავი დააღწიოთ! შეგიძლიათ, საღამოს მეგობრებთან ერთად სადმე, საინტერესო ადგილზე წახვიდეთ, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. თუ სახლში დარჩენა გირჩევნიათ, ეცადეთ, კულინარიული შედევრი შექმნათ ან გარდერობი განაახლოთ. უბრალოდ, ცვლილებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგათ და არ ინანებთ.

ლომი

ამ დღეს სახლში მარტო ყოფნა კატეგორიულად აკრძალულია. ისეთ ადგილზე უნდა წახვიდეთ, სადაც ხალხმრავლობაა. ყურადღების ცენტრში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში! პიროვნული თვისებებისა და კომუნიკაბელურობის დამსახურებით, ნებისმიერი კამპანია სიამოვნებით მიგიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

ქალწული

შესაძლოა, საკუთარ თავზე გამოცადოთ, რომ თანამშრომლობა, თანადგომა და პარტნიორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. შესაძლოა, სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ დახმარება დაგჭირდეთ ან ვინმეს თავად დაეხმაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოვრება გაიძულებთ დაფიქრდეთ, როგორი ადამიანები არიან თქვენს გვერდით ან ვის უნდა ენდოთ.

სასწორი

დაბნეულობისა და არაორგანიზებულობის გამო შეიძლება, რომ შემთხვევით ვიღაცის მოთმინების საზღვრები დაარღვიოთ. ამ დღეს საუკეთესოდ გამოგივათ შემოქმედებასთან დაკავშირებული საქმეები, მაგრამ იმ საქმეებში, რომლებიც სიზუსტეს მოითხოვს, წარმატების შანსი არ გაქვთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს რაღაც გაუგებრობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ ნებისმიერი ურთიერთობის გარჩევისგან თავი შორს უნდა დაიკავოთ.

მორიელი

მოვლენები გაიძულებთ, საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი საფულე შეიძლება მოულოდნელად შეივსოს ან მთლიანად დაცარიელდეს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაგიმართლებთ. გირჩევთ, საეჭვო ფინანსური გარიგებებისგან თავი შორს დაიკავოთ.

მშვილდოსანი

ვითარება გაიძულებთ, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვათ და ამ ამოცანას კარგად გაუმკლავდებით. ადამიანებს საკუთარ სიმართლეში ადვილად არწმუნებთ, ამიტომ თქვენს არგუმენტებს ყურადღებით ისმენენ და გიჯერებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს შანსი მხოლოდ სადავო საკითხების გადასაჭრელად კი არა, მოლაპარაკებისთვისაც გამოიყენოთ.

თხის რქა

გირჩევთ, საკუთარ სიზმრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ისინი შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს. ქვეცნობიერი სუსტი ხმა ყველაზე კარგად ღამით, ძილის დროს ისმის. ამ დღეს ინტუიცია მაქსიმალურად გამძაფრებული გაქვთ, ამიტომ სიზმრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება ისეთ ფენომენს შეეჯახოთ, როგორიც დეჟავუა. ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები სადღაც ოდესღაც უკვე მოხდა. მიზეზი თქვენი ძლიერი ინტუიცია და წინათგრძნობაა. ეს თვისებები დაგეხმარებათ, მოვლენების განვითარება და ადამიანების აზრები ამოიცნოთ.

თევზები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიღწეული პოზიცია შეინარჩუნოთ და გარკვეულწილად, გაიუმჯობესოთ კიდეც. ვარსკვლავები გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას და საქმის ბოლომდე მისაყვანად საჭირო ენერგიას გპირდებიან. ამ დღის დევიზია - "იღბალი მასთანაა, ვინც იმსახურებს".

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის