USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 თებერვალი?
 555

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღეს შეიძლება ისეთი ამბავი გაიგო, რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. ოჯახში სჯობს სიტყვებს ფრთხილად აწონ-დაწონო. ბიზნესში გაუთვალისწინებელი ხარჯი მოგივა, მაგრამ სიფრთხილით გადაჭრი.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
არ მოეშვა – რაღაც, რაც შენ გეკუთვნის, შეიძლება სხვამ წაიღოს. ოჯახში შეიძლება მცირე გაუგებრობა გაჩნდეს, მაგრამ შენს სიმშვიდეს არ გადაუხვიო. ბიზნესში ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის, თუმცა სიფრთხილე არ გაწყენს.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღეს გაოცება არ გაკლია – ზოგიერთი სიტუაცია ისე შეიცვლება, ვერც კი წარმოიდგენდი. ოჯახში შეიძლება ვინმემ გაგაბრაზოს, მაგრამ ნუ მისცემ უფლებას, რომ შენი დღის ხასიათი გააფუჭოს. ბიზნესში მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდება.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღეს ემოციების კონტროლი მნიშვნელოვანია, თორემ რამე ზედმეტს იტყვი და ინანებ. ოჯახში შენზე იქნება დამოკიდებული სიმშვიდე. ბიზნესში შესაძლოა ახალი პარტნიორი გამოჩნდეს, რომელიც შენს საქმეს წაადგება.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღეს შენს გარშემო მოვლენები ისე სწრაფად განვითარდება, რომ დაფიქრების დროც არ გექნება. ოჯახში სიტუაცია შეიძლება ცოტა დაძაბული იყოს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, დაამშვიდებ თუ გაამწვავებ. ბიზნესში ნუ ენდობი ყველას, შესაძლოა ვინმემ შეცდომაში შეგიყვანოს.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღეს რაღაც გექნება მოსაგვარებელი, რაც დიდი ყურადღებას მოითხოვს. ოჯახში შესაძლოა ვინმემ შენგან დახმარება ითხოვოს – ნუ იტყვი უარს. ბიზნესში მოთმინება უნდა გამოიჩინო, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიო.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღეს ყველაფერი ისე მარტივად არ გამოვა, როგორც გგონია. ოჯახში მცირე გაუგებრობა შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ საღი აზრი გადაარჩენს სიტუაციას. ბიზნესში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს, მაგრამ წინასწარ დაფიქრდი, სანამ დათანხმდები.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღეს შეიძლება რაღაც სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოჯახში სჯობს ცოტა დათმო, ვიდრე გინდა. ბიზნესში სიფრთხილე გმართებს – რაღაცები ისე არ არის, როგორც ჩანს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღეს ინტერესი ბევრ რამეზე გაგიჩნდება, მაგრამ სჯობს არ დაიფანტო. ოჯახში შეიძლება მცირე კამათი იყოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ბიზნესში კარგი დროა ინვესტიციებისთვის, მაგრამ ძალიან არ იჩქარო.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღეს რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიიღო, რაც შენს გეგმებს შეცვლის. ოჯახში შენი მოთმინება გამოცდას ჩააბარებს. ბიზნესში სჯობს, ფულს ფრთხილად მოეკიდო – გაუაზრებელი ხარჯი შესაძლოა პრობლემად გადაიქცეს.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღეს შეიძლება მოულოდნელი სიახლეები გაგაოცოს. ოჯახში რაღაც თემაზე შესაძლოა კამათი წამოიჭრას, მაგრამ შენს დიპლომატიურობაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ბიზნესში რაღაც საკითხი შეიძლება გადაგაწყვეტინოს, რასაც დიდხანს აჭიანურებდი.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღეს ინტუიციას ენდე – ის სწორ გზას გაჩვენებს. ოჯახში შეიძლება ძველი პრობლემა ისევ წამოიწიოს, მაგრამ ახლა მისი გადაჭრის შანსი გაქვს. ბიზნესში ახალ შესაძლებლობას არ უგულებელყო, მაგრამ კარგად გაანალიზე.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way