USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 მარტი?
Date:  804

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მარტისთვის: 

ვერძი

დასვენების შემდეგ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება და დილიდან საქმის კეთება გიჭირთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ყურადღებით იყავით, რათა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არ გამოგეპაროთ - ამ დღეს შეიძლება საკმაოდ მოგებიანი ვარიანტი შემოგთავაზონ.

კურო

ამ დღეს რთული ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. სირთულეების მიუხედავად, პოზიტიურ და სასიხარულო თემებზე უფრო ხშირად უნდა იფიქროთ. უსმინეთ შინაგან ხმას, რომელიც რთული ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ეცადეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და დაკარგული ენერგია აღიდგინოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა. მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას და უსიამოვნების თავიდან აცილებას შეძლებთ. საკუთარი თავით და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ხართ და ამას არც მალავთ. გახსოვდეთ, რომ პოზიტიური დამოკიდებულება თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებას მიიზიდავს. ნუ მოიწყენთ, თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ - თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება.

კირჩხიბი

დილას თავს მოდუნებულად და უხალისოდ იგრძნობთ, თუმცა შუადღემდე ენერგიით აივსებით და რთული საკითხების მოგვარებას დაიწყებთ. ამ დღეს იღბალი მხოლოდ მომთმენ და პრინციპულ ადამიანებს გაუღიმებს. ეცადეთ, თაროზე შემოდებული პროექტების დასრულების დრო გამონახოთ. ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგიწევთ, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ.

ლომი

ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში ახალი ადამიანების, საინტერესო მოვლენებისა და ლამაზი ურთიერთობებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. თუ დღის სამოქმედო გეგმას წინასწარ შეიმუშავებთ და თანმიმდევრულად მიყვებით, ყველაფერს დროულად დაასრულებთ. წვრილმანებმა და უსარგებლო საუბრებმა მნიშვნელოვან საკითხებს არ მოგწყვიტონ.

ქალწული

ამ დღეს კარგად გააზრებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე იმპულსური მოქმედება. ემოციური ფონი მომატებულია და ამან შესაძლოა სიტუაციის სწორად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ.

სასწორი

რთული და დაძაბული დღეა. პრობლემებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია დღის პირველი ნახევარი მშვიდად გაატაროთ. ფრთხილად იყავით, რადგან ამ დღეს ტრავმის რისკი არსებობს. საყვარელი ადამიანების დახმარება ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ყურადღების გამახვილება მოგიწევთ - თქვენი ყველა ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება საგულდაგულოდ უნდა გაიაზროთ. ამ დღეს დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება თქვენს მომავალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ეცადეთ ნებისმიერ დაპირისპირებას მოერიდოთ. შესაძლოა, უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, რომლის დასრულება ადვილი არ იქნება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ახალი ურთიერთობებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ძალიან მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღოთ. სასურველია დღის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობა ოჯახურ გარემოში მოიხსნათ.

თხის რქა

თუ ცხოვრებაში ან სამსახურში ცვლილებები გსურთ, მეტი უნდა იაქტიუროთ. დაუმთავრებელი საქმეები გამუდმებით თავს გახსენებთ, ამიტომ მათი დასრულებისთვის დრო უნდა გამონახოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - სასურველია, რომ პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ.

მერწყული

სავარაუდოდ, ცხოვრებაში ცვლილებები ისე არ განხორციელდება, როგორც ელოდით. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწიოთ. ეცადეთ, კონტაქტების წრე გააფართოოთ - ახლობელი ადამიანები მუშაობაში დაგეხმარებიან.

თევზები

რთული და არახელსაყრელი დღეა. დანაკარგების შესამცირებლად საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯეროთ და გამძლეობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ყველაფერი პირველივე ცდაზე არ გამოვიდეს, მაგრამ ამის გამო საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვოთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way