რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ეს დღე ვერძს ახალ გეგმებს და შესაძლებლობებს უკავშირდება. საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება და ზუსტი გათვლები ისეთ პროექტთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, რომლების დაწყებაც ყოველთვის გეშინოდათ. ვარსკვლავების განლაგება სასიკეთოა იმისთვის, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითქმის ყველაფერში საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ოცნებებისა და ილუზიების დღეა. ბევრი კურო სასურველს რეალობად აღიქვამს, რაც ცხოვრებაში ხელს უშლის. გსურთ თუ არა, მალე რეალობაში დაბრუნება მოგიწევთ. მოემზადეთ რთული გადაწყვეტილების მისაღებად. ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე ნუ მოცდებით. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. თუ თქვენ შინაური ცხოველის შეძენას გეგმავთ, ამისთვის ხელსაყრელი დღეა.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ამ დღეს თქვენ წინაშე რამდენიმე შესაძლებლობა გაიხსნება, რომელთაგან თითოეული ხელსაყრელი და საინტერესოა. გადაწყვეტილების მიღებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, ახლავე უნდა იმოქმედოთ. პროფესიულ საქმიანობაში ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება კოლეგებთან ურთიერთობას და სასარგებლო კავშირების განმტკიცებას უნდა მიაქციოთ. ყველა საკითხი მხოლოდ დიალოგით მოგვარდება.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას, თვითგანვითარებას და ახალ გატაცებებს უნდა დაუთმოთ. შემოქმედ ადამიანებს ახალი პროექტების განხორციელებაში ბედი გაუღიმებთ. ეცადეთ, ყველაფერი კოლეგებთან ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად აკეთოთ, რადგან მარტო მუშაობით მიზანს ვერ მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო სწორად დაგეგმოთ. შუადღეს შეიძლება ნათესავებისგან ახალი ამბავი გაიგოთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ და ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომზე უამბეთ. შეეცადეთ, არ გადაიღალოთ და სტრესულ სიტუაციებს ერიდოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებთ, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები ხვალისთვის გადაიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ხანდაზმულ ნათესავებს.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
რთული დღეა. პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული და გრძელი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონე მკვეთრად შემცირდეს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ხელსაყრელი დღე საქმიანი აქტივობისთვის. ვარსკვლავების მხარდაჭერა დაგეხმარებათ აქამდე მიუწვდომელი სიმაღლეები დაძლიოთ. ამ დღეს წარმატებას მამაცი, მაგრამ გონიერი ადამიანები მიაღწევენ. ეცადეთ, რისკი კარგად აწონ-დაწონოთ, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასოთ და ინტუიციის კარნახს მიჰყვეთ. ცოტაოდენი ავანტიურიზმი და იუმორი სირთულეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. საღამოს დაუგეგმავი ხარჯები გელით.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
დღეს საკუთარ თავში ისეთ თვისებებს აღმოაჩენთ, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით. მზად ხართ დაძლიოთ კომპლექსები, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლით. ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა არ დაუშვათ ან მნიშვნელოვანი წვრილმანი არ გამოგეპაროთ. თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს ვიღაც შრომისა და მონდომებისთვის ჯილდოს მიიღებს, ვიღაც კი სიზარმაცისა და სიხარბის გამო დაისჯება. ბევრი მშვილდოსანი სამუშაოს, საცხოვრებელი ადგილის ან პარტნიორის შეცვლაზე იფიქრებს. საკუთარი თავისა და გარემოსგან გაქცევის სურვილი საღ აზრზე ძლიერი იქნება, მაგრამ ნუ აჩქარდებით და გადაწყვეტილებების მიღებამდე დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასეთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ. ტრანსპორტთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე წარმატებით დასრულდება. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, შეეჭიდოთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ. შუადღის შემდეგ მოვლენების მიმდინარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენთ და მხოლოდ დამკვირვებლის როლს დასჯერდებით. დატვირთული სამუშაო გრაფიკი გართობის და დასვენების დროს არ დაგიტოვებთ, თუმცა ხვალ ვითარება სრულიად შეიცვლება.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. დღეს ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. ოჯახური საკითხების მოგვარების დროს გადამწყვეტი სიტყვა ასაკით უფროს ადამიანებს დაუთმეთ. უცხო ადამიანთან ურთიერთობისას ეცადეთ, დისტანცია შეინარჩუნოთ. თქვენმა გულუბრყვილობამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ.