USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 ივლისი?
дата:  4835

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ბოლო დროს დაგროვილი სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობას გადაეჩვიოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ - მშვიდი და ხელსაყრელი დღეა, თუმცა თუ მცირე პრობლემები მაინც გაჩნდა, მათი მოგვარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. არსებობს შანსი, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, დილიდან აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ. გარშემო მყოფებისგან დახმარებას ნუ ელით - ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ და არსებული რესურსები სწორად გაანაწილოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, ეს დილა მშვიდად გაატაროთ და აუჩქარებლად იმუშაოთ, რადგან ისედაც ყველაფერს მოასწრებთ. თუმცა შეგიძლიათ ზოგი მოვალეობა ახლობელ და სანდო ადამიანებს გაუნაწილოთ - ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტის და დიპლომატიის გამოვლენა გჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ინტუიციას ენდოთ - დღეს ის არ გიღალატებთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, პარტნიორის სურვილები და რჩევები გაითვალისწინოთ. თქვენი ეჭვიანობა უსაფუძვლოა, შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ბოლომდე ენდოთ,

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს საკუთარი მიღწევების ან საინტერესო შეთავაზებების შესახებ არავის უნდა უამბოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ნაცნობებს შორის არაკეთილსინდისიერი ადამიანიც არის, რომელმაც შეიძლება თქვენი გეგმების ჩაშლა სცადოს. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება - უსიამოვნებებისთვის უნდა მოემზადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენი პოზიტიურობა და მეგობრული განწყობა ადამიანებს იზიდავს და შეიძლება თქვენ გვერდით უამრავი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანი აღმოჩნდეს. უახლოეს მეგობრებთან შეხვედრამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ და კონფლიქტით დასრულდეს. უმჯობესია ასეთი შეხვედრა სხვა დღისთვის დაგეგმოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. შეგიძლიათ. რთული მოლაპარაკებები თამამად დანიშნოთ. ეცადეთ, საღამოსთვის ყველაზე სასიამოვნო აქტივობები შემოინახოთ. თუ არ იზარმაცებთ, კარიერული წინსვლის ან მოგებიანი შეთავაზების მიღების შესაძლებლობა გაქვთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ბიზნესმენებისთვის წარმატებული დღეა, რომელიც ხელსაყრელ შეთავაზებას, ძლიერ სპონსორებს ან გავლენიან პარტნიორებს გპირდებათ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას უარი თქვით უხეშობასა და აგრესიაზე. გირჩევთ, უპირატესობა დიპლომატიურ და კომპრომისულ მოქმედებას მიანიჭოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, ახალი ამბების სწრაფ ნაკადში არ „დაიკარგოთ“. ამ დღეს ზღვა ინფორმაციიდან მხოლოდ ის უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენ და თქვენს პასუხისმგებლობებს ეხება. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავებს გირჩევენ, საქმიანი აქტივობა შეამციროთ და შესრულებული სამუშაო შეაფასოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს და დაძაბულად მუშაობთ და დაგროვილმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, საღამო სახლის მშვიდ გარემოში გაატაროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას არ უნდა ეცადოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართოთ. ბევრ მერწყულს წარუმატებლობა და შესაძლებლობების არარსებობა იმედგაცრუებას მოუტანს. გამოიყენეთ ეს დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მთავარია, რომ მუდმივად ცვლად გარემოებებს თვალი ადევნოთ და შესაძლებლობა არ გამოგეპაროთ. თქვენი ხიბლი და ქარიზმა გარშემო მყოფებს იზიდავს. მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებული იქნება. გირჩევთ, საღამო ხალხმრავლობისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში გაატაროთ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати