USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 იანვარი?
дата:  507

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის:

ვერძი

სასურველია, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი კრგად უნდა გაიაზროთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ. თუ ხვდებით, რომ სიტუაცია მომწიფდა, უნდა იმოქმედოთ.

კურო

ამ დღეს ორაზროვანი ხუმრობები და უხეში მინიშნებები ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, იმდენად გაღიზიანებთ, რომ მზად ხართ სიმშვიდის დამრღვევს ომი გამოუცხადოთ. ასე თუ გააგრძელებთ, კონფლიქტს თვიდან ვერ აიცილებთ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერი სახის ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ. განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას უნდა მოერიდოთ - გამორიცხული არ არის, რაღაც გაუგებრობაში აღმოჩნდეთ და ვიღაცამ თქვენთან ურთიერთობის გარკვევა სცადოს.

კირჩხიბი

თუ გსურთ, რომ ამ დღემ წარმატებით ჩაიაროს, მისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ და სახლი საგულდაგულოდ დაასუფთავოთ. არაფერი ისე არ გაღიზიანებთ, როგორც დაულაგებელი ბინა. სუფრაზე დაყრილმა პურის ნამცეცებმაც კი შეიძლება განწყობა მთელი დღით გაგიფუჭოთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება ცხოვრების მიზანსა და არსზე დაფიქრდეთ. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე უსარგებლო ეჭვებში გაატაროთ, გირჩევთ დროებით ტვინი რაღაც უფრო მარტივსა და პრაქტიკულზე გადართოთ. შეწყვიტეთ გარშემო მყოფებისთვის შენიშვნების მიცემა - ამით მხოლოდ საქმეს გაირთულებთ.

ქალწული

შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს საკრალურ კითხვაზე „სად მიდის ფული?“ პასუხი იპოვოთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ეცადეთ ფულის გადინება მანამდე შეამციროთ, სანამ თქვენი საფულე შავ ხვრელს დაემსგავსება. ამ საკითხზე ურთიერთობების გარკვევას ნუ მოინდომებთ - ამისგან ხმაური და ნერვების შლა ბევრად მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი.

სასწორი

გარშემო მყოფებისგან განსხვავებით, სასწორმა ზუსტად იცის რა, როდის და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოს, ამიტომ გამუდმებით საკუთარ სიმართლეს ამტკიცებთ. ამან შეიძლება დაუსრულებელი კონფლიქტები გამოიწვიოს. დაფიქრდით, იქნებ სულაც არ გჭირდებათ ვინმესთვის რამის მტკიცება? ამის გარეშე თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და ნაყოფიერი იქნება.

მორიელი

საკუთარ თავს და ახლობლებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ! თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა, დროა გაიხსნათ და ამაზე გულწრფელად და პრეტენზიების გარეშე ისაუბროთ. მთავარი რჩევა - სხვა ადამიანების საქმეებში არ ჩაერიოთ, თორემ ეს ცუდად დასრულდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნის გეგმებში მთავარი ადგილი ორ საკითხს უკავია: სიმშვიდის და სიამოვნების ძიება. დილიდან ებრძვით ცდუნებას, რომ რაღაც გემრიელი, მაგრამ არაჯანსაღი მიირთვათ. ფრთხილად! უახლოესი დღეები თქვენს ფიგურას დიდ საფრთხეს უქმნის!

თხის რქა

მთელი დღე ცდილობთ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილ პრობლემებს გაუმკლავდეთ. მთავარია, რომ ეს მცდელობა შემთხვევით, ვინმესთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. გირჩევთ, ჩანთა ან მაგიდის უჯრა მოაწესრიგოთ - სავარაუდოდ, იქ იპოვით ნივთს, რომელიც დიდი ხანია, დაკარგული გეგონათ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი თქვენივე ენაა! აუცილებელი არაა, ყველას უთხრათ, რასაც მათზე ფიქრობთ. თუნდაც ვინმეს შეურაცხყოფას არ აპირებდეთ, შეიძლება ეს შემთხვევით მოხდეს. თუ გსურთ, რომ რომ ამ დღემ უშედეგოდ არ ჩაიაროს, გამონახეთ დრო საქმეებისა და გეგმების მოწესრიგებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი უსარგებლო ნივთები მოიცილოთ და თქვენს ცხოვრებაში ახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

თევზები

ამ დღეს დიდი გამოცდა და ცხარე კამათი გელით. ზებუნებრივი შესაძლებლობების წყალობით შეურაცხმყოფელ მინიშნებებს იქაც კი ხედავთ, სადაც არასოდეს ყოფილა. თუ არ გსურთ მთელი დღე კონფლიქტებში გაატაროთ, ეცადეთ, საკამათო თემებს მოერიდოთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати