USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 აპრილი?
дата:  1307

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის:

ვერძი

ამ დღეს მუშაობა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და რუტინული მოვალეობების შესრულებას. სანამ ბიზნესწინადადებას დათანხმდებით, გირჩევთ ყველა წვრილმანი განიხილოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა სთხოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წინადადებას დათანხმდეთ.

კურო

თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ და რთული საკითხების გადაჭრა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობის ძველ გზაზე უარი თქვათ და ინოვაციური მეთოდები გამოიყენოთ. ეს საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგდით, მეორედ უნდა სცადოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და, შესაბამისად, საქმიანი აქტივობა მოიკლებს. ახალი ადამიანების გაცნობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავში მოგივათ იდეა, რომელსაც მალე მოგებიანად გამოიყენებთ. პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ და ოპტიმიზმით დაგმუხტავთ. სავარაუდოდ, უცნობ გარემოში აღმოჩნდებით, რომელთანაც სწრაფი ადაპტაცია უნდა შეძლოთ.

ლომი

მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარი პასუხისმგებლობას სხვებს არ გადააბაროთ - სავარაუდოდ, კოლეგები ან ახლობლები თქვენს იმედს არ გაამართლებენ და მათი საქმის თავიდან კეთება მოგიწევთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ამ დღეს ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ.

ქალწული

პრობლემები უკან დარჩა, ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული და მივიწყებული საქმე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სასწორი

მთლიანობაში, ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა სამსახურში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დაძლევა და უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და რაც მთავარია, არ უნდა იზარმაცოთ. სასურველია, საღამოს საყვარელ ადამიანებს სამომავლო გეგმები შეუთანხმოთ.

მორიელი

ამჟამად ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დროა. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობა მოგიწიათ - ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სიახლეებში ადვილად გაერკვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დაძაბულმა მუშაობამ დიდი ძალა წაგართვათ, ამიტომ იმუნიტეტის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი ძილი და დასვენება გჭირდებათ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გთავაზობთ და არ ინერვიულოთ, თუ მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ამ დღეს ემოციური დონე ამაღლებულია, ამიტომ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კოლეგებთან და ხელქვეითებთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, ბევრი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას შეძლებთ. საყვარელი ადამიანები მზად არიან გულწრფელად და უანგაროდ დაგეხმარონ, მთავარია, სიამაყე დაძლიოთ და დახმარება სთხოვოთ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати