რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის:
ვერძი
პლანეტების განლაგება თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად გაგრძნობინებთ! ვითარებას მთლიანად აკონტროლებთ, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ;
თუმცა საკუთარ თავში სისასტიკე და შეუწყნარებლობა უნდა დაძლიოთ, რისკენაც ვარსკვლავები გიბიძგებენ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ ვარგა და ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.
კურო
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას შინაგანი სისუსტე და თავდაუჯერებლობა იგრძნოთ. ისეთი უბრალო საქმეებიც კი, როგორიც, მაგალითად, ვახშმის მომზადება ან ტანსაცმლის შერჩევაა, თქვენში ემოციების ქარიშხალი გამოიწვევს.
ორი გამოსავალი გაქვთ: ეჭვებს ნებისყოფის ძალისხმევით გაუმკლავდეთ ან სადავო საკითხებზე კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან გაიაროთ.
ტყუპები
ამ დღეს საკუთარ ინტუიციას არ უნდა ენდოთ, რადგან შეიძლება კრიტიკულ მომენტში გიღალატოთ. დიდი შანსია, რომ თქვენი წინათგრძნობა თუ შინაგანი ხმა მცდარი აღმოჩნდეს და ჩიხში შეგიყვანოთ. ამ დღეს სასურველ შედეგს მხოლოდ ლოგიკური აზროვნება და ზუსტი გათვლები მოგიტანთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. როგორც არ უნდა იაქტიუროთ, საქმეს თავს მაინც ვერ გაართმევთ, ამიტომ ის აკეთეთ, რისთვისაც დრო არასოდეს გყოფნით - სილამაზის სალონი, ფიტნესი ან შოპინგი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
იყავით ცოტა ეგოისტი და საკუთარ თავზე მეტი ფული დახარჯეთ, საღამო კი საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი უთანხმოება მოაგვაროთ. ფხიზელი გონებით და მყარი არგუმენტებით ყველაზე მძაფრი მოწინააღმდეგეების დაზავებასაც კი შეძლებთ. რა გასაკვირია, რომ გარშემო მყოფებისთვის მომრიგებელი მოსამართლე და მთავარი მრჩეველი ხართ.
ეცადეთ, თქვენი დიპლომატიური უნარები მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერის მისაღებად ან საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის გამოიყენოთ.
ქალწული
ამ დღეს სიტყვები „მოვალეობა“ და „დისციპლინა“ თქვენში თითქმის ალერგიას იწვევს! სავარაუდოდ, უინტერესო საქმეებს ყველაზე მაღალ თაროზე შემოდებთ და იმას გააკეთებთ, რაც თავად გსურთ. სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან თუ საქმე არ გაინტერესებთ, უამრავ შეცდომას დაუშვებთ და დროს უქმად დაკარგავთ.
სასწორი
ცდილობთ, რაღაც სისტემის ნაწილი გახდეთ - ახალი გუნდის წევრობა, ახალი საქმის დაწყება ან, სულაც, დაქორწინება სცადოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება ცხოვრებაში საკუთარი ადგილის შესახებ დაფიქრდეთ და ყველაფერი გააკეთოთ, რათა საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიკავოთ.
ამ იმპულსს წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოთ - შესაძლებლობა გაქვთ, რომ სოციალური ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.
მორიელი
შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგეთ. თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საკითხში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოგიწიოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. გახსოვდეთ, რომ ასჯერ უნდა გაზომოთ, რომ ერთხელ გაჭრათ.
მშვილდოსანი
გახსოვდეთ, რომ ემოციების აყოლა ვითარებას უფრო გაამძაფრებს. საეჭვოა, წუწუნით და უკმაყოფილებით პრობლემა გადაჭრათ, ამიტომ გირჩევთ, მოდუნდეთ და ბედს მიენდოთ. მოთმინებით უფრო მეტს მოიგებთ, ვიდრე უშედეგო ღელვით.
თხის რქა
ამ დღეს ყველაზე მეტად ცვლილებები გსურთ. ჰაერივით გჭირდებათ საინტერესო ამბები, მოვლენები და გეგმები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის.
გამორიცხული არ არის, რომ დიდი ხნის უნახავი ადამიანის ნახვა ან შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა მოინდომოთ... ამის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ საკუთარ პასიურობას დაძლევთ და სიახლეებისთვის მზად იქნებით.
მერწყული
ამ დღეს ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულობითა და ამბიციურობით ხელმძღვანელობთ! ასეთი განწყობის წყალობით ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც კი შესანიშნავად გაუმკლავდებით.
ერთადერთი, რასაც დღეს უნდა მოერიდოთ - ექსპერიმენტების ჩატარებაა. ამის ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში - უშედეგო.
თევზები
ამ დღეს ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ - მოსალოდნელია კონფლიქტები და გაუგებრობები. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი გაკრიტიკება ან უბრალოდ, უკმაყოფილების გამოხატვა სურთ. კარგი იქნება, თუ ამ ადამიანებს დროულად გაეცლებით და საკუთარ ბრაზთან დატოვებთ.