USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 მარტი?
Date:  599

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მარტისთვის: 

ვერძი

ამ დღეს ინტუიცია მშვენიერ რჩევებს გაძლევთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება. შესაძლოა, ჰობიმ ან საყვარელმა საქმიანობამ შემოსავალი მოგიტანოთ. კარგად დაფიქრდით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ - გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მოგებიანი აღმოჩნდეს.

კურო

თუ შესაძლებელია, დილა სახლში გაატარეთ, კარგად გამოიძინეთ და მსუბუქად ისაუზმეთ. ეს დრო საქმისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის არახელსაყრელია. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ბევრის გაკეთებას შეძ

ტყუპები

ახალი საქმის დაწყების, რთული და საინტერესო შემთხვევების განხილვისთვის ხელსაყრელი დღეა. უსმინეთ შინაგან ხმას, რომელიც სწორ მიმართულებას გიკარნახებთ. შესაძლებლობა გაქვთ, რომ გულწრფელი საუბრისა და კომპრომისის დახმარებით ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისაც დიდი ხნის წინ დაშორდით.

კირჩხიბი

თუ დიდი ხანია სამსახურში მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას გეგმავთ, ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა. ახალ პროექტებს სწრაფად დ სირთულეების გარეშე გაუმკლავდებით და იმაზე კარგ შემოსავალს მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეინარჩუნეთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. თუ საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებას მოახერხებთ, წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. საღამომდე სიტუაცია უარესობისკენ შეიცვლება და სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და სიყვარული გამოიჩინოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. მიმდინარე საქმეებთან გამკლავება გიჭირთ. რესურსების ნაკლებობის ან არახელსაყრელი ვითარების გამო ბევრი საქმის სამომავლოდ გადადება მოგიწევთ. გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ნუ ეცდებით შეუძლებელი შეძლოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ფინანსებთან დაკავშირებული საქმის დაწყებისთვის. ვარსკვლავების მხარდაჭერა თქვენთვის მოგებიანი გარიგების დადებაში დაგეხმარებათ. მეტი იაქტიურეთ, თამამად იმოქმედეთ და მიიღებთ შედეგს, რომელზედაც ვერც იოცნებებდით. ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

მორიელი

საქმე, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა, ამ დღეს წარმატებით დასრულდეს. სირთულეებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად ეცადეთ, გზიდან არ გადაუხვიოთ და საბოლოოდ მიზანს მიაღწევთ. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენს განწყობაზე ან თქვენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედონ.

მშვილდოსანი

გათავისუფლდით უარყოფითი აზრებისგან და წარუმატებლობაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პირად და საქმიან ურთიერთობებში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

თხის რქა

ეს დღე ფილოსოფიური ფიქრებისკენ განგაწყობთ. ჯერჯერობით აქტიური მოქმედების დრო არ დამდგარა, ამიტომ შეგიძლიათ ფილოსოფიით დაკავდეთ და საიმედო მოკავშირეები იპოვოთ. შესაძლოა, მეგობრებმა საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიონ და უარს ნუ იტყვით - საინტერესო ნაცნობობა გელით.

მერწყული

ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ - წინ რთული და გრძელი დღე გელით. ხელშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ძველი პროექტების დასრულებასა და ზოგი ოცნების ასრულებასაც კი შეძლებთ. ახალ ადამიანებთან შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით - მათი დახმარება ძალიან გამოგადგებათ.

თევზები

აზრები თუ იდეები, რომლებიც დღეს თავში მოგივიდათ, უახლოეს მომავალში შეიძლება წარმატებულ და მოგებიან პროექტად იქცეს, ამიტომ ყველაფერი ჩაიწერეთ ან საგულდაგულოდ დაიმახსოვრეთ. ხელსაყრელი დროა კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნისა და ძველი კონფლიქტის დასრულებისთვის.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way