USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 მარტი?
 2204

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: დღევანდელი დღე ან გაღიზიანებს, ან დაგაყენებს საინტერესო გამოწვევების წინაშე. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
ოჯახი: შეიძლება ოჯახის წევრებთან მცირე უთანხმოება გქონდეს, მაგრამ საღი აზრი გადაარჩენს სიტუაციას.
ბიზნესი: საბუთებზე ყურადღებით იყავი, თორემ რამე მნიშვნელოვანს გამოგაპარებ.
სიყვარული: თუ ვინმეს გულის მონადირება გინდა, მეტი მოთმინება გამოიჩინე. სწრაფი ნაბიჯებით არაფერი გამოვა.
კარიერა: კარგი დღეა გავლენიანი ადამიანების მოსასმენად – რაღაც ღირებულს ისწავლი.
სამსახური: თუ სამსახურში ინიციატივას გამოიჩენ, შეიძლება ყურადღება მოგაქციონ, მაგრამ ზედმეტი ნურც მოგივა.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: მოემზადე მოულოდნელი ამბებისთვის – ზოგს გაგახარებს, ზოგიც შესაძლოა დაგაეჭვოს.
ოჯახი: დღეს ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედე – დაპირისპირება ზედმეტია.
ბიზნესი: ფული რომ არ იშოვება მარტივად, ეს უკვე იცი, მაგრამ მაინც ეცადე, უფრო ჭკვიანურად იმოქმედო.
სიყვარული: არ აიღო ინიციატივა, თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ საპასუხო გრძნობას მიიღებ.
კარიერა: მუშაობა მიდის, მაგრამ რაღაც გაწუხებს. სანამ რაღაცას შეცვლი, დაფიქრდი.
სამსახური: ზედმეტ დავალებებს ნუ აიღებ, მაგრამ რაც გევალება, ხარისხიანად გააკეთე.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: ენერგია გაქვს, მაგრამ რაში დახარჯო, ეგაა საკითხავი. გააზრებულად იმოქმედე.
ოჯახი: მოუსმინე ახლობლებს – ზოგჯერ მათ რჩევაშია გამოსავალი.
ბიზნესი: სწრაფად ნუ მიიღებ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, შეიძლება მოგვიანებით ინანო.
სიყვარული: შენი ხასიათის ცვლილებები არავის აცდუნებს. ან სტაბილური იყავი, ან არც სცადო.
კარიერა: მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ დაფიქრდი, სანამ დასთანხმდები.
სამსახური: კომუნიკაციის უნარები დღეს გამოგადგება – იყავი მომთმენი და დიპლომატიური.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: რაღაც ვერ ეწყობა ისე, როგორც გინდა, მაგრამ პანიკა ზედმეტია.
ოჯახი: ვინმეს დასახმარებლად თუ სჭირდები, გვერდით დაუდექი, თუნდაც არ გთხოვოს.
ბიზნესი: ფულთან ფრთხილად – ინვესტიცია სასურველია, მაგრამ არა დაუფიქრებლად.
სიყვარული: ემოციურად ნატიფი დღეა – თუ არ იჩქარებ, სწორ ნაბიჯს გადადგამ.
კარიერა: უკეთესი პირობები რომ გინდა, ეს ყველას ესმის, მაგრამ მოთმინება გამოიჩინე.
სამსახური: ლიდერობის სურვილი გაქვს? მაშინ დღესვე დაამტკიცე, რომ ამას იმსახურებ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება საფრთხე შეგიქმნას.
ოჯახი: ოჯახში პატივისცემა და მოთმინება დღეს აუცილებელია.
ბიზნესი: კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ზედმეტს ნუ მოითხოვ.
სიყვარული: თუ ურთიერთობაში მეტი ყურადღება გამოიჩენ, შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდეს.
კარიერა: დღეს შეგიძლია ლიდერობა დაამტკიცო – გამოიყენე შესაძლებლობა.
სამსახური: შენს პოზიციას დაიცავი, მაგრამ აგრესია არ დაგჭირდება.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დეტალებზე დაკვირვება დღეს განსაკუთრებით გამოგადგება.
ოჯახი: არავის მისცე უფლება, ზედმეტად ჩაერიოს შენს პირად საქმეებში.
ბიზნესი: ახალი იდეა გაქვს? დაფიქრდი, როგორ განახორციელო.
სიყვარული: გადამეტებული კრიტიკა არავის სიამოვნებს – ცოტა სირბილე გამოიჩინე.
კარიერა: გაწონასწორებულობა დღეს გადამწყვეტი იქნება – ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.
სამსახური: შენი ორგანიზებულობა ყველას გამოადგება – მართე პროცესები.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: დაბალანსებულობა ყოველთვის გამოგდის, მაგრამ დღეს ცოტა მეტი ძალისხმევა დაგჭირდება.
ოჯახი: ოჯახში მშვიდი კომუნიკაცია გჭირდება – კონფლიქტს აზრი არ აქვს.
ბიზნესი: რისკიანი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავე – ჯერ დრო არაა.
სიყვარული: თუ ვინმე მოგწონს, ცოტა ინტრიგა და დისტანცია სასარგებლო იქნება.
კარიერა: სასიამოვნო სიახლეები გელოდება, თუ მოთმინებას შეინარჩუნებ.
სამსახური: თანამშრომლებთან კავშირი დღეს სასარგებლო იქნება – გამოიყენე.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: შეიძლება რაღაც დაფარული ამბავი გაიგო – იყავი ფრთხილი.
ოჯახი: სჯობს, დღეს ზედმეტი არ ილაპარაკო – გაჩუმებაც ცოდნაა.
ბიზნესი: ფულთან დაკავშირებით დღეს სიფრთხილე არ გაწყენდა.
სიყვარული: ხასიათის გამოჩენა კარგია, მაგრამ ზედმეტად ნუ დაიძაბები.
კარიერა: შენი პროფესიონალიზმი მოსწონთ – გამოიყენე.
სამსახური: შრომა დაგიფასდება, მაგრამ მოთმინება გმართებს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: ცვლილებებია ჰაერში – მზად ხარ?
ოჯახი: ოჯახში დღეს ინიციატივას თუ გამოიჩენ, დააფასებენ.
ბიზნესი: ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუ კარგად დაუკვირდები.
სიყვარული: ცოტა მეტი რომანტიკა არ გაწყენდა.
კარიერა: ახალი იდეები გაქვს? გააჟღერე, მაგრამ სწორი მომენტი შეარჩიე.
სამსახური: მეტი მოქნილობა საჭირო იქნება, თუ გინდა, რომ შედეგი ნახო.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: ბევრს ნუ ელოდები – იმუშავე.
ოჯახი: მეტი გაგება და მოთმინება გჭირდება.
ბიზნესი: სტაბილურობა მნიშვნელოვანია – ზედმეტ რისკს მოერიდე.
სიყვარული: დაფიქრდი, რა გინდა, სანამ ნაბიჯს გადადგამ.
კარიერა: პროგრესი ნელა, მაგრამ სტაბილურად მოდის.
სამსახური: ნერვიულობა არაფერს შეცვლის – იმუშავე შედეგზე.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი სიურპრიზი გელოდება.
ოჯახი: გახსნილობა ახლობლებს გაახარებს.
ბიზნესი: ექსპერიმენტები შეიძლება გამოგადგეს.
სიყვარული: უცნაური შეხვედრა გელოდება.
კარიერა: ცვლილებები მოსალოდნელია.
სამსახური: დღეს გუნდური მუშაობა საჭიროა.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ინტუიციას ენდე.
ოჯახი: ემოციური კავშირი გაღრმავდება.
ბიზნესი: შანსი არ გაუშვა.
სიყვარული: გრძნობები ღრმა იქნება.
კარიერა: ახალი კარები იხსნება.
სამსახური: კონცენტრირდი მთავარზე.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати