USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 მაისი?
Date:  7966

როგორ დღეს გვპირდება ასტროლოგი 13 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხვდებით, რომ ჩიხში შეხვედით, მაგრამ გეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდეთ. თავის მოტყუების დრო დასრულდა, ეცადეთ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და ილუზიებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან სწორი გზა აირჩიოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, გვერდით მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ის შეიძლება კოლეგა, ნაცნობი ან შემთხვევითი თანამგზავრი იყოს. თუ ურთიერთობებში, ემოციების ნაცვლად, ლოგიკით იხელმძღვანელებთ, შანსი გექნებათ, რომ ამ ადამიანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ და მომავალში ეს ინფორმაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, ქაოსს გაექცეთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. განმარტოება საშუალებას მოგცემთ, რომ სულიერი სიმშვიდე და მტკივნეულ კითხვებზე პასუხი იპოვოთ. შესაძლოა, სულის სიღრმეში ეს პასუხები უკვე იცით, მთავარია, რომ აღიაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების უნარი წარმატებას მოგიტანთ. დღის განმავლობაში შეიძლება ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ - ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ლომები, განსაკუთრებით ქალები, კამათის ხასიათზე დადგებიან. ცდილობთ, გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და მათ, მორჩილების გარდა, სხვა გზას არ უტოვებთ. თქვენი ინტელექტუალური უპირატესობის აღიარება შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მთელ დღეს ეჭვებსა და გაურკვევლობაში გაატარებთ, რაც მიმდინარე საქმეებზე არასახარბიელოდ აისახება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საქმიანი განწყობა დილიდან ვარჯიშით და კონტრასტული შხაპით შეიქმნათ. როგორც კი გაურკვევლობიდან გათავისუფლდებით, ცხოვრება ახალ ფერებს შეიძენს.

სასწორი  (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ახალი ვალდებულებები აიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, საქმე ქორწინების შეთავაზებას, ახალ სამსახურს ან კარიერის ახალ ეტაპს ეხება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ - ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ მოინდომებთ, ნებისმიერ დებატებში გაიმარჯვებთ. დღეს საკუთარი ერუდიციის დემონსტრირებას განსაკუთრებულად წარმატებით შეძლებთ და თანამოსაუბრეს მარტივად დაიმორჩილებთ. ინტელექტუალურ პაექრობაში ბადალი არ გყავთ, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა, ამ დღეს სახლის, აგარაკის ან სხვა სივრცის კეთილმოწყობას შეუდგეთ. უფრო მეტიც, ხვდებით, რომ თქვენს გლობალურ გეგმებს მარტო ვერ გაუმკლავდებით და ცდილობთ თქვენს საქმიანობაში სხვებიც ჩართოთ. თქვენს ახლობლებს ძალიან გაუმართლებთ, თუ ზოგად დასუფთავებას დასჯერდით და კაპიტალური რემონტი არ დაიწყეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების მოთხოვნილებას გრძნობთ, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის ძიებაა. ცდილობთ, უბრალო მეგობრული საუბარიც კი ინტელექტუალურ კამათად აქციოთ, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი შედეგი კი არა, აზრების ემოციური გაცვლის პროცესია.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს რომანტიკული ურთიერთობა იქნება, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრული და საქმიანი კავშირები უნდა დატოვოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღემ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სურვილის შემთხვევაში ამ დღეს ნებისმიერი საკითხის გარკვევა შეგიძლიათ. ლოგიკური აზროვნება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი ამოცანა გადაჭრათ. საკმარისია ფაქტების შეგროვებას და სწორი დასკვნების გამოტანას მარტივად შეძლებთ. გამჭრიახობა გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულ ხიბლს განიჭებთ, რაც სრულიად გასაგებია - არაფერი ამშვენებს ადამიანს ისე, როგორც საკუთარი ჭკუა.

 

 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way