USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 მაისი?
Date:  702

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ. კარგი ის არის, რომ შეგიძლიათ ამ საუბრებით ისარგებლოთ – მაგალითად, რაღაც ახალი ისწავლოთ, ასე რომ, თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინეთ. საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება მოგიწევთ. სხვების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მით უმეტეს, თუ ამისთვის მადლობას იღებთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. ამ დღეს სწავლას და ახალი ინფორმაციის ათვისებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგებები.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ოჯახური საკითხების განსახილველად.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის - შესაძლოა, წარსულის გახსენების გარდა, გართობასა ან მოგზაურობასთან დაკავშირებული, ერთობლივი გეგმებიც განიხილოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ. ასევე შესაძლებელია თანამშრომლობის მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კარგი დღეა რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებზე მუშაობისთვის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს გარემოს შეცვლა ელის, რაც სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც – თქვენთვის საინტერესო საკითხებსა განიხილავთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. გირჩევთ, საოჯახო საქმეები ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად უმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რთული საქმეები სამომავლოდ გადადოთ. თქვენს პირად ცხოვრებას სხვა ადამიანებთან ნუ განიხილავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ენერგიული და მიზანდასახული ხართ და სიახლეების არ გეშინიათ. სხვების რჩევებსა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევთ და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ თქვენზე გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგი მშვილდოსანი მიიღებს იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ურთიერთობა გელით. ხელსაყრელი დღეა სწავლის დასაწყებად. პირველ წარმატებებს დიდი ლოდინი არ დასჭირდება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

რთული და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად არახელსაყრელი დღეა - წინ ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ. სამაგიეროდ, შანსი გაქვთ, მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. გირჩევთ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მცირე გაუგებრობები და უსიამოვნო მოვლენები გელით, მაგრამ ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემების სხვებისთვის გასაზიარებლად - შეიძლება მხარდაჭერის ნაცვლად, ბევრი კრიტიკა მიიღოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. გარდა ამისა, ბევრს ისწავლით და ეს ცოდნა მალე გამოგადგებათ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის. შესანიშნავ ფორმაში ხართ და დაღლას ვერ გრძნობთ, ამიტომ „უიმედო“ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way