USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 ივნისი?
 862

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხიდან შეხედოთ და ნაკლები ინერვიულოთ - ისინი გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ფიქრობთ. ამიტომ მათ მოგვარებას ადვილად შეძლებთ. უმიზეზო შიშები მხოლოდ ცხოვრებას გირთულებთ. მახვილი ინტუიცია და გამჭრიახობა შეცდომებისგან დაგიცავთ, ხოლო იუმორის გრძნობა ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს შემოქმედებასთან, მეცნიერებასა და რელიგიასთან დაკავშირებულ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, თქვენი ბიზნესუნარები ახალი კავშირების დამყარებისთვის გამოიყენოთ. საღამოს ნათესავების ან მეგობრების სტუმრობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს სამართალდამცავ უწყებებთან უსიამოვნო შეტაკებები გელით. გარემოებების ზეწოლას საკუთარ თავზე იგრძნობთ. გირჩევთ, საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ და ზედმეტად არ გადაიღალოთ. მოერიდეთ საჯარო და ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობას, რადგან ამან შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სასურველია მნიშვნელოვანი დავალების შესრულება და დოკუმენტებზე ხელის მოწერა სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული სამუშაო დღეა, ყოველ ნაბიჯზე ახალი დაბრკოლება გელით, მაგრამ ამის გამო იმედი არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, ოჯახური ბიუჯეტი ყურადღებით დაგეგმოთ, რათა ფულის დაკარგვა თავიდან აიცილოთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის. სტუდენტები, მასწავლებლები და მეცნიერები თავიანთ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევენ. თუ ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტთ, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებთ. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლოთ, თორემ უწყინარი ხუმრობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ ადამიანები, რომლებიც თქვენი ერთგული მეგობრები გახდებიან. მათი რჩევების წყალობით, თქვენი ბევრი პროექტი, დროებითი სირთულეების მიუხედავად, წარმატებით დასრულდება. ამ დღეს პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ ეს ენერგია საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისა და კარგი საქმეების საკეთებლად გამოიყენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენნს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დადგა. მათ შეუძლიათ, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენა მოახდინონ. ყველა საქმიანი მოლაპარაკება თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმება წარმატებული იქნება. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. გულწრფელი საუბარი კიდევ უფრო დაგაახლოებთ. შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში დიდ დახმარებას გაგიწევთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დროა, ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. ამ დღეს ბევრი რამ თქვენს პროფესიულ თვისებებზე იქნება დამოკიდებული. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მაგრამ ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს. ეცადეთ, დაეხმაროთ, თუნდაც ამის სურვილი არ გქონდეთ. ინტერნეტში დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ბობოქარ რომანში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე მშვილდოსნის კონსერვატიულ მიდრეკილებებს გააძლიერებს. იმის ნაცვლად, რომ ახალი საშუალებები ეძებოთ, მიზნის მისაღწევად გამოცდილ გზაზე სიარულს არჩევთ. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. ფრთხილად იყავით, დღეს ბევრი სტრესული სიტუაცია გელით. ნუ იქნებით ზედმეტად იმპულსური კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას, ამან შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ დაუქორწინებელი ხართ, შესაძლოა, სიყვარულის მორევში ჩაიძიროთ - ცხელი ზაფხული ასეთ შესაძლებლობას გთავაზობთ. ნუ შეგეშინდებათ საქმესთან მარტოდმარტო შეჭიდება - პირველივე ნაბიჯების შემდეგ, დამხმარეები გამოჩნდებიან. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხზე წარმოდგენას შეგიცვლით.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს დღე სამუშაოს უნდა მიუძღვნათ, თორემ ყველაფერს დაკარგავთ, რაც დიდი შრომით მოიპოვეთ. ეცადეთ, საღამო კი ეცადეთ სუფთა ჰაერზე გაატაროთ და ახალი ენერგიით დაიმუხტოთ. საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სასიყვარულო ურთიერთობებში ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევს. ხელსაყრელი დროა ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის. გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება, უარი არ უთხრათ.

 

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.