USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 დეკემბერი?!
 698

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. დროა, საახალწლო დღესასწაულის ბიუჯეტი დაგეგმოთ, რათა ზედმეტი არ დახარჯოთ. დღეს დაწყებული საქმე დღესვე უნდა დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს შეიძლება თავში ძალიან კარგი იდეა მოგივიდეთ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და უახლოეს ხანებში განახორციელოთ. რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და გაიცნობთ, მით უფრო მეტია საჭირო ადამიანთან შეხვედრის ან სასარგებლო ინფორმაციის მოსმენის შანსი. ეწვიეთ ხალხმრავალ ადგილებს და ჩაერთეთ საუბრებში.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

უსმინეთ საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს და ნუ გადაიღლებით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეების განხორციელების დრო დადგა, ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ და საკუთარი ნაბიჯები გათვალეთ. არსებობს შანსი, რომ ძველი, მტკივნეული პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ, ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ინტუიციას არ ენდოთ, რადგან შეიძლება, მან კრიტიკულ მომენტში გიღალატოთ. ურთიერთობაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ - მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად უნდა იყოთ და სიტყვები აკონტროლოთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. შანსი გექნებათ, რომ თქვენი საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინოთ, პროცესი მართოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუ არ იზარმაცებთ, წინააღმდეგობის გადალახვას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას შეძლებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე დილიდან მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. შეიძლება ვიღაცამ შენიშვნა მოგცეთ რომ შენელებული კადრივით მოძრაობთ, მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ, რადგან შეიძლება სიჩქარემ შეცდომა დაგაშვებინოთ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმეებს, რომლებიც კარგად იცით. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და ხელსაყრელი შესაძლებლობები მოძებნოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ არ გსურთ, რომ ახალი წლის შემდეგ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეთ, ხარჯების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების სიის შედგენა დაიწყეთ. ნუ ჩაიკეტებით - ურთიერთობაში მეტად უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ არ გსურთ, რომ ახალი წლის შემდეგ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეთ, ხარჯების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების სიის შედგენა დაიწყეთ. ნუ ჩაიკეტებით - ურთიერთობაში მეტად უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველი ნაბიჯი ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, შედეგები შეაფასოთ და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. გირჩევთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ - ასე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველი ნაბიჯი ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, შედეგები შეაფასოთ და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. გირჩევთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ - ასე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველი ნაბიჯი ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, შედეგები შეაფასოთ და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. გირჩევთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ - ასე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, თუ შანსი ხელიდან გაუშვით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. უარი თქვით ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებაზე და ინტრიგებში ჩართვაზე.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати