USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 აპრილი?
თარიღი:  1085

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აპრლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მეგობრული ურთიერთობა და იუმორის გრძნობა მოლაპარაკებებში დაგეხმარებათ და სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების გულს მოგაგებინებთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეთ, კომპლიმენტები ნუ დაგენანებათ და სასურველს სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ წაეპოტინოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარს საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმობთ. ეცადეთ, ყველაფერი დროულად დაასრულოთ და ამ შაბათ დღეს საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ. დაუნანებლად მოიცილეთ ყველა და ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და ენერგიას გართმევთ. სიმტკიცე გამოიჩინეთ და დაასრულეთ ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არა აქვს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

რთული და შრომატევადი კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ეს დღეს ისე გაატაროთ, როგორც თავად გინდათ - მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წადით, იშოპინგეთ ან, სულაც, განმარტოვდით და კარგ ფილმს უყურეთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დღეა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

აქტიური და საინტერესო დღეა. სახლში უსაქმოდ ჯდომას, ჯობს დიდი ხნის წინ დაწყებული, მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ და შემდეგ მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სირთულეებისთვის მოემზადოთ - ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგ იქნებიან. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს და მუშაობა ორშაბათამდე გადადეთ. ნუ გააზვიადებთ საკუთარ პრობლემებს, რათა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს. სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. ხვალ პრობლემა თავისთავად გამოსწორდება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესანიშნავი დღეა ფიქრისა და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვისთვის. გახსოვდეთ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, წესები და შეთანხმებები დაიცვათ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გამუდმებით ძველ პრობლემაზე ფიქრობთ, რაც ხასიათს გიფუჭებთ. ეცადეთ, ხალისიან, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, რათა უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს გულწრფელობას უახლოეს მეგობრებთანაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რაღაც მოვლენა ან გარემოება დიდ დროს გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. შეეცადეთ, შემაფერხებელი ფაქტორებისგან გათავისუფლდეთ და თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოთ. ზუსტად შედგენილი სამოქმედო გეგმა თქვენს თავდაჯერებას გაზრდის და მუშაობაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. წვრილმანებზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ, რათა თქვენთვის ძალიან ძვირფასი ურთიერთობა არ გააფუჭოთ. თუ საჭიროა, შეცდომების აღიარება და პატიების თხოვნაც უნდა შეძლოთ. სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გარშემომყოფები თქვენგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვენ. თუ ეს სიტუაცია დისკომფორტს განიჭებთ, ეცადეთ, მთელი დღე განმარტოებით გაატაროთ და საყვარელი საქმიანობით დაკავდეთ. მეგობრების რჩევა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ეს დღე მშვიდად, აუჩქარებლად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში განწყობას გაგიფუჭებთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა - პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის