USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 აგვისტო?
дата:  3314

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რამდენიმე საქმის ერდროულად კეთებას მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი პრობლემების რიცხვი გაიზარდოს. მოსალოდნელი შეცდომები თავიდან რომ აიცილოთ, გირჩევთ, დახმარება მეგობრებს სთხოვოთ - ხვალ ისინი არა მარტო სიტყვით, საქმითაც დაგეხმარებიან.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის განმავლობაში ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ და სწრაფად ცვლად სიტუაციას შეეგუოთ. თუ ამას შეძლებთ, თქვენი შემოსავალი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. თუ მოვლენებს დინებაზე მიუშვებთ, შეიძლება ისიც დაკარგოთ, რაც გაქვთ, თქვენი შანსებით კი თქვენი კონკურენტი ისარგებლებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, ველოსიპედის გამოგონებას თავი დაანებოთ - ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს. სანამ პრობლემის გადაჭრას შეუდგებით, უნდა ნახოთ, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა თქვენამდე სხვებმა. სხვა ადამიანების გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, დრო და ძალისხმევა დაზოგოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს გაკვირვებული აღმოაჩენთ, რომ ადამიანებს იზიდავთ: კოლეგები რჩევას გთხოვენ, მეგობრები სასაუბროდ გიწვევენ და მტრებიც კი ცდილობენ, კორექტულობის ზღვარს არ გადავიდნენ. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ დილიდან მშვიდ თავდაჯერებას „ასხივებთ“, რაც გარშემო მყოფ ადამიანებზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს განწყობა ცხოვრების წესად აქციოთ და ის თქვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სამყაროს ახლებური ხედვა ძველი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ - შეიძლება შეცდომა იქ დაინახოთ, სადაც ვერავინ ხედავს. ამ დღეს თქვენს მზერას - გაცილებით მეტის დანახვა, ხელებს კი გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ქალწულსაც კი დღის განმავლობაში უამრავი დამთხვევა ელის! შესაძლოა, სახლში მთელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთდროულად გამოვიდეს წყობიდან ან ვინმემ ზედიზედ რამდენჯერმე შეცდომა დაუშვას. გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. სამაგიეროდ, შემოქმედებითი საქმიანობისთვის უკეთეს დღეს ვერ იპოვით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უიშვიათესი შესაძლებლობა გექნებათ, რომ გავლენიანი პირის მფარველობა მიიღოთ. ამ დღეს მაღალჩინოსნებზე არაფორმალურ გარემოში შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მზად უნდა იყოთ - მნიშვნელოვანი საუბარი ნებისმიერ დროს შეიძლება შედგეს!

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებიან. ხვალ ყველაფერი ადვილად გამოგივათ და დაბრკოლება არაფერში არ შეგხვდებათ. ეცადეთ, ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა საკუთარი ცხოვრება ახალ სიმაღლეზე აიყვანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მცირე უსიამოვნებები ძალების მოკრეფას გაიძულებთ. სიტუაცია სწრაფად იცვლება, რაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას მოითხოვს. ეს შესანიშნავი შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოთ. სავარაუდოდ, მეორედ ასეთი შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სიტუაცია თქვენგან ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ყოფნას ან რამდენიმე საკითხზე მუშაობას მოითხოვს, თანაც შემჭიდროებულ ვადებში. როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოს თქვენი ხვალინდელი გრაფიკი, ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერ ერთი საქმე დაასრულოთ და შემდეგ შეუდგეთ მეორეს, ვიდრე ათ კურდღელს ერთად სდიოთ და ვერცერთი დაიჭიროთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თანამოაზრეთა დახმარებით პრობლემების უმეტესობას ჩვეულზე უფრო მარტივად გაუმკლავდებით და შეუძლებელსაც კი შეძლებთ. ბევრ კითხვაზე პასუხს თავად მიიღებთ, ზოგიერთის პასუხს კი თანაგუნდელები გაპოვნინებენ. თავადაც ხომ ბევრჯერ დაეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება?

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღის დევიზია „რასაც დათეს, იმას მოიმკი“. შესაბამისად, თუ სხვების მიმართ აგრესიული ხართ, მათგანაც აგრესიას მიიღებთ, მაგრამ უპასუხოდ არც თქვენი კეთილი საქმეები დარჩება და ორჯერ მეტი დაგიბრუნდებათ. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ და არ ინანებთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати