USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 ივნისი?
თარიღი:  3313

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელი დღის განმავლობაში თავს მოუსვენრად გრძნობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. პერიოდულად, გარშემომყოფებს თქვენი რისხვა და გაღიზიანება თავს ატყდება. თვალები დახუჭეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და მიხვდებით, რომ სანერვიულო არაფერია, ამიტომ ეცადეთ, დამშვიდდეთ და ემოციები აკონტროლოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ჩინელი ბრძენის, ლაო ძის რჩევა უნდა გაითვალისწინოთ და დინებას მიჰყვეთ. თქვენ ნაცვლად არჩევანს თავად ცხოვრება და გარშემო მყოფები გააკეთებენ. თანაც, შეიძლება ბევრ საგანს ან მოვლენას ახალი კუთხით შეხედოთ და ბედის ბრძნული მინიშნებები დაინახოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ამ დღეს სწრაფი რეაქციის გამოვლენა და რამდენიმე წუთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რეალობას არ მოსწყდეთ და მოვლენების განვითარებას მიჰყვეთ. სჯობს, თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენებთ ამ შანსს თუ არა, ვიდრე დიდხანს ინანოთ, რომ ეს შანსი ვერ შენიშნეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გარშემო მყოფები ცდილობენ, სამუშაოდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაგატანინონ, მაგრამ სანიმუშო დისციპლინისა და თვითორგანიზების დამსახურებით მათ შეტევებს იგერიებთ. ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანას ცდილობთ და ახერხებთ კიდეც. თქვენი ყურადღების გაფანტვას კი არავინ უნდა ეცადოს - გაბრაზებული კირჩხიბი გაბრაზებულ ხარზე უფრო საშიშია!

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღე საკუთარ თავზე ან რომელიღაც ახლობელზე აზრს შეგაცვლევინებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაცამ შეიძლება უჩვეულო საქციელი გამოავლინოს, თუმცა ახლა მთელი ყურადღება თქვენზეა გადმოტანილი, რადგან ადამიანებს მრავალმხრივი ბუნების ახალი გამოვლინებით გააოცებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე საკუთარ თავზე ან რომელიღაც ახლობელზე აზრს შეგაცვლევინებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაცამ შეიძლება უჩვეულო საქციელი გამოავლინოს, თუმცა ახლა მთელი ყურადღება თქვენზეა გადმოტანილი, რადგან ადამიანებს მრავალმხრივი ბუნების ახალი გამოვლინებით გააოცებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწრაფად ცვალებად გარემოში ორიენტირებას გასწავლით. მოვლენებით სავსე და საინტერესო დღე გელით. პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და ცოტაოდენი ავანტიურიზმი დაგეხმარებათ, რომ ხვალინდელი შესაძლებლობები (მათ შორის, ურთიერთობაში) მაქსიმალურად გამოიყენოთ. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს იუმორთან მწყრალად ხართ - განსაკუთრებით, თუ თქვენ გეხებათ! დღის განმავლობაში იმდენი გაღიზიანება დაგიგროვდათ, რომ მზად ხართ, ნებისმიერს დაატეხოთ თავს, ვინც თქვენთან ხუმრობას გაბედავს. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე კონკურენტის დამარცხების საშუალებას მოგცემთ. თქვენს გეგმებში საკუთარი უპირატესობის დამტკიცება არ შედის, თუმცა სიტუაციამ შეიძლება ამისკენ გიბიძგოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს ანუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, სადაც საკუთარი ნიჭის წარმოჩენა შეგიძლიათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მთლიანად დასვენებას დაუთმობთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ინიციატივით, მეგობრული წვეულებაც მოეწყოს. აქტიური დასვენების პერსპექტივა არ გხიბლავთ - ახლა ის პერიოდი გაქვთ, როდესაც ყველაზე მეტად უახლოეს ადამიანებთან ერთად დასვენებას, სიმყუდროვეს და კომფორტს ეძებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სიტუაცია დასვენების და განტვირთვის საშუალებას არ მოგცემთ. მოვლენებს მერწყულის აქტიური მონაწილეობა სჭირდება. იძულებული იქნებით, რომ მოვლენების რიტმში ჩაერთოთ, მაგრამ ამას არ ინანებთ - ხვალ საინტერესო შესაძლებლობები მოგეცემათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ ან ფულის შოვნის უჩვეულო გზა აღმოაჩინოთ. ერთი სიტყვით, ბედის სიურპრიზებმა შეიძლება თქვენს ფინანსურ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინონ. თუმცა, ეს არა მხოლოდ ფინანსებში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც გამოვლინდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ხვალ მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.