USD 2.7496
EUR 3.1224
RUB 3.3301
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 აპრილი?
თარიღი:  683

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აპრილისთვის:

ვერძი

ამ დღეს დაწყებული საქმე ან პროექტები წარმატებული იქნება და დიდ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ იცვლება და ძველი პრობლემების მოგვარების შანსი მოგეცემათ. სირთულეების დაძლევით, მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებთ.

კურო

მოვლენებით დატვირთული დღე გელით, თუმცა დღევანდელი საქმეების უმეტესობა მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება. პლანეტების განლაგება რთული საქმის დასრულების საშუალებას მოგცემთ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, საჭირო ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

ტყუპები

კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი დღეა. საინტერესო იდეებით ხართ სავსე, რაც მენეჯმენტს შეუმჩნეველი არ დარჩება. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ვერ შეძლებთ, ამიტომ ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. უფრთხილდით შურიან ადამიანებს - მათ თქვენი დაზარალება შეუძლიათ.

კირჩხიბი

ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ის საქმეები აკეთოთ, რომლებშიც კარგად ერკვევით. „ორი კურდღლის დევნა“, ზარალისა და შეცდომების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანეთ და იმოქმედეთ! ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და მათი არც ერთი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ლომი

ამ დღეს აჩქარებით მხოლოდ საქმეს დააზარალებთ. ეცადეთ, საჭირო ინფორმაცია მოაგროვოთ, მოქმედების გეგმა შეადგინოთ, მოსალოდნელი რისკები გათვალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებს უნდა მიაქციოთ. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში სრული იდილია და ჰარმონიაა.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, ამიტომ თქვენთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. გირჩევთ, სამსახურებრივი გეგმები კოლეგებთან ერთად განიხილოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე - დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება დაგეგმოთ.

სასწორი

ემოციურად დაძაბული დღეა. ბევრი შეხვედრა და ხანგრძლივ დისკუსიებში საკუთარი აზრის დაცვა მოგიწევთ. მაღაზიებში გასეირნება და სასურველი ნივთების შეძენა სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და სპორტული ვარჯიშებისთვის მეტი დრო გამონახოთ.

მორიელი

პროექტი, რომელზედაც დიდი ხანია თავს იმტვრევთ, წარმატებით დასრულდება და საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შრომის შედეგი შეაფასოთ. ეცადეთ, საკუთარი შეცდომები ობიექტურად განიხილოთ. მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი არ უნდა დაკარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

მშვილდოსანი

ამ დღეს თამამი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გელით, რაც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დროა სამსახური, რომელიც გძულთ, შეცვალოთ, მოსაწყენი ურთიერთობა დაასრულოთ და საინტერესო მოგზაურობაში გაემგზავროთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ამ დღეს გადაღლას მოერიდეთ.

თხის რქა

ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომ ნაყოფიერი მუშაობისთვის უნდა მოემზადოთ. შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, დაასრულოთ გაჭიანურებული საქმე და უფროსის შექება დაიმსახუროთ. გამონახეთ დრო პროფესიონალ ან ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის - ეს საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს გულწრფელი საუბარი პირადი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სადავო საკითხების განხილვისა და კომპრომისის მიღწევისთვის. წარმატებული მუშაობისთვის მოსახერხებელი გარემო გჭირდებათ - საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

თევზები

ამ დღეს თქვენ ირგვლივ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ ფიქრის დრო აღარ გრჩებათ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - ეს სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით - შესაძლებელია თანხის მიღება ან მნიშვნელოვანი შეხვედრა.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.