USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 აგვისტო?!
дата:  863

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ სხვისი რჩევები არაფერში გჭირდებათ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ეს რჩევები დიდი შეცდომისგან დაგიცავთ ან ღირებულ იდეას მოგაწოდებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ იდეებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იდეები ვინმეს მოეწონოს, ხოლო თქვენ შეიძლება დაგაზარალოთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზიანი შეიძლება მოულოდნელი იყოს. მაგალითად, ვიღაც თქვენს იდეას დაამახინჯებს და პასუხს თქვენ მოგთხოვენ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საკუთარი გამჭრიახობის დემონსტრირებას უნდა მოერიდოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, ველოსიპედის გამოგონებას თავი დაანებოთ - ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს. სანამ პრობლემის გადაჭრას შეუდგებით, უნდა ნახოთ, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა თქვენამდე სხვებმა. სხვა ადამიანების გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, დრო და ძალისხმევა დაზოგოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებაზე იზრუნოთ. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანების გულებისკენ გზას გაგიხსნით, მაგრამ ეს სიმპათია საქმით უნდა გაამყაროთ - ეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხალხი თქვენი ინოვაციური იდეების მისაღებად მზად არ არის - ამჟამად ჯანსაღი კონსერვატიზმია მოდური.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ყველაზე მარტივი საქმეების განხორციელებაც კი სირთულეებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ცარიელ ადგილზეც კი დაბრკოლებები ჩნდება და ვითარების გამოსწორებისთვის თქვენი მცდელობები უშედეგოდ სრულდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. შედეგი მაინც იგივე იქნება, მაგრამ ძალას და ნერვებს მაინც დაზოგავთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ცდილობთ ძველ, უინტერესო საქმეებში ცვლილებების და სიახლეების მუხტი შეიტანოთ და გარშემო მყოფებს ზოგი ინოვაციური გეგმა გაუზიაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს თანდათან და ფრთხილად გააკეთოთ, რადგან შეიძლება, ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს ეხებათ როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას - ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შესაძლოა გარისკვა სცადოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ - გამორიცხული არ არის, რომ ინფორმაციას სრულად არ ფლობთ და მხედველობიდან მნიშვნელოვანი ფაქტორი გაგეპაროთან. უბრალოდ, ვიღაც გატყუებთ. ასე რომ, ამ დღეს თქვენი დევიზი სიფრთხილე უნდა იყოს და არა რისკი. ნაჩქარევი გადაწყვეტილებით შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სწორედ ის დღეა, როდესაც მთელი ყურადღება პირად საქმეებსა და გეგმებზე უნდა გაამახვილოთ, რადგან გუნდში თქვენმა ნებისმიერმა ინიციატივამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. გირჩევთ, განმარტოვდეთ, რათა გარშემო მყოფების ყურადღება არ მიიქციოთ. თუ გარემოებები გუნდში ყოფნას გაიძულებენ, ეცადეთ, ქამელეონს დაემსგავსოთ, გარემოს შეერწყათ და უხილავი გახდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს აქტიურობისგან თავი შეიკავოთ. სიტუაცია მოითხოვს, რომ ყველას გაუღიმოთ და ყველაფერში დაეთანხმოთ. ამ დღეს თქვენი თანხმობა გარშემო მყოფებზე ჯადოსნურ გავლენას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თქვენი ღიმილი ნაძალადევია, სარგებელი, რომელსაც მიიღებთ, რეალური იქნება!

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ყველაზე კარგად წესრიგის აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საქმეებს უმკლავდებით. დილიდან გამუდმებით რაღაცის მოწესრიგების ან დალაგებას ცდილობთ. გირჩევთ, ამ იმპულსს არ შეეწინააღმდეგოთ და მალე სახლს და სამუშაო სივრცეს ვერ იცნობთ. დროა ოჯახის წევრისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე იფიქროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს გარშემომყოფებისგან მხოლოდ კეთილგანწყობას გრძნობთ. ისინი მზად არიან, თქვენი ყველაზე გაბედული წინადადებები განიხილონ. გირჩევთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად დაიცვათ, თუ საჭიროა, ცოტა ივაჭროთ კიდეც - რატომაც არა!

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати