USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 თებერვალი?
Date:  661

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 თებერვლისთვის:

 

ვერძი

ამ დღეს ცდილობთ, ნებისმიერ საქმეში სხვებზე უკეთესი შედეგი მიიღოთ. თქვენი აზარტულობის გათვალისწინებით, ეს დღე ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობის, კარიერის, ფლირტისა და სიყვარულისთვის - კონკურენტებზე გამარჯვების სურვილი აქაც გამოგადგებათ.

კურო

ამ დღეს უსაქმოდ ჯდომას არ აპირებთ. ვარსკვლავები აქტიურობითა და გამძლეობით დაგაჯილდოებენ, რაც წარმატებას მოგიტანთ. ნებისმიერ დავალებას ზუსტად და კეთილსინდისიერად შეასრულებთ, თუმცა სხვებისგანაც იმავე თვისებებს ითხოვთ. თუ ვინმე თქვენს მოლოდინს არ გააამართლებს, კუროს შეუძლია, ეს პირდაპირ მიახალოს.

ტყუპები

ურთიერთობებით სავსე დღეა. ადამიანებს მაგნიტივით გიზიდავთ! ყველაფერი, რასაც ამბობთ ან აკეთებთ, გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს და ეს ყურადღება ნამდვილად დადებითია. თუ გაბედავთ და ორატორობას ცდით ან პროექტების ინიციატორი გახდებით, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს - თქვენ ნამდვილად გაქვთ ადამიანების დარწმუნების ნიჭი.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე მიმდინარე საქმეებს მიუძღვნათ. წინდახედულობა და ყურადღება საშუალებას მოგცემთ, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოთ, რასაც აქამდე ვერ უმკლავდებოდით. თუმცა ზედმეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო ამოცანების მოგვარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. თუ ამის გაკეთებას ახლა ეცდებით, შეიძლება დრო და ენერგია ტყუილად დახარჯოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემო ყველაფერი გაინტერესებთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები აქტიურობით, ემოციურობით, შემოქმედებითი ენერგიით და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით დაგაჯილდოებენ! იმდენად კარგი მსმენელი ხართ, რომ გარშემო მყოფებმა შეიძლება ვერ შენიშნონ, გულს როგორ გადაგიშლიან და საკუთარ საიდუმლოს გაგიმჟღავნებენ.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება სამსახურთან, ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული საქმეები. შესყიდვები წარმატებული იქნება, დაწყებული პროექტები კი მოგებიანი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გეგმების განხორციელება დროულად დაიწყოთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ ერთი წვეთი გამბედაობა გაკლიათ, მაგრამ ამ წვეთმა შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.

სასწორი

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყება, იმიჯის შეცვლა, მავნე ჩვევისგან გათავისუფლება, დიეტის ან ვარჯიშის დაწყება გსურთ? მაშინ იმოქმედეთ. ეს ცვლილებისთვის საუკეთესო დღეა.

მორიელი

მშვენიერი დღეა, როდესაც მიზანს მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევთ. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია ბიზნესსა და ადამიანებთან ურთიერთობაში უპირატესობას მოგანიჭებთ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა მოხდეს. ასეა თუ ისე, პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, ეს დღე არა მხოლოდ სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც გაატაროთ.

მშვილდოსანი

ჰოროსკოპის ვარსკვლავები ფულთან სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ - არსებობს ზარალის და დანაკარგის რისკი, რაც თქვენივე უყურადღებობისა და გულუბრყვილობის ბრალია. შესაძლებელია, უსარგებლო ნივთში დიდი ფული გადაიხადოთ ან მოტყუების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, ხარჯები აკონტროლოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები ბედის საჩუქრებს გპირდებიან. სავარაუდოდ, ბიზნესსა და ფინანსურ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, მაგრამ შესაძლოა ამან პირად ცხოვრებაზე ან ადამიანებთან ურთიერთობაზე იმოქმედოს. ასეა თუ ისე, იმას მიიღებთ, რასაც იმსახურებთ. თქვენმა მუშაობამ პროექტზე, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა შეალიეთ, შეიძლება ნაყოფი გამოიღოს.

მერწყული

მთელი დღე მოვლენებს თვალი უნდა ადევნოთ - შესაძლებელია, რომ სიტუაციამ თქვენი ინფორმირებულობა და მზადყოფნა მოითხოვოს. თუ მოდუნდით, გამორიცხული არ არის, თაღლითების მსხვერპლად ან არახელსაყრელი გარემოების მძევლად იქცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით დააკვირდეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. იქნებ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს? ყოველი შემთხვევისთვის, უცნობი ადამიანებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.

თევზები

ურთიერთობების თვალსაზრისით რთული და პრობლემებით სავსე დღეა. შესაძლოა, ზედმეტად უხეში ხართ და კონფლიქტების პროვოცირებას თავად ახდენთ ან იქნებ სხვები ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ზურგს უკან ჭორაობით გაღიზიანებენ? თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე ურთიერთობების გარკვევაში გაატაროთ, ეცადეთ, მეტი მოქნილობა და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და რაც მთავარია, მსუბუქი იუმორი დაუნდობელ სატირაში არ აგერიოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way