USD 2.7561
EUR 3.0232
RUB 3.2005
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 თებერვალი?
 412

♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: დღეს მოტივაციას და ენთუზიაზმს იგრძნობთ, მაგრამ გაწონასწორებული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ.
ოჯახი: სახლში ჰარმონიული გარემო იქნება, მაგრამ ერთ-ერთი ახლობელი თქვენი მხარდაჭერის იმედითაა.
ბიზნესი: ფოკუსირდით მიმდინარე საქმეებზე – ნაადრევი გადაწყვეტილებები სჯობს, გადადოთ.

♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: დილიდან სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გაგყვებათ, თუმცა სასურველია, სიფრთხილე გამოიჩინოთ მნიშვნელოვან საქმეებში.
ოჯახი: ნათესავებთან გულწრფელი საუბარი გაგახარებთ.
ბიზნესი: დღეს დაფიქრებული და სტაბილური ნაბიჯები გადადგით – აჩქარებას ვერაფერი მოგიტანთ.

♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რაც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს.
ოჯახი: ნათესავებთან კომუნიკაცია სასიამოვნო და გამამხნევებელი იქნება.
ბიზნესი: ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე პროექტებს და მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციური ფონით დატვირთული დღეა, მაგრამ თუ პრაგმატულად იმოქმედებთ, წარმატებას მიაღწევთ.
ოჯახი: მოსალოდნელია ოჯახური შეკრება ან მნიშვნელოვანი ამბის გაგება.
ბიზნესი: ფოკუსირდით უკვე დაწყებულ საქმეებზე და მოერიდეთ ფინანსურ რისკებს.

♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: დღეს ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ იმპულსურობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ.
ოჯახი: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სითბოს და კომფორტს მოგიტანთ.
ბიზნესი: დროა, დაგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები, მაგრამ მათი განხორციელება სხვა დღისთვის გადადეთ.

♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დღის პირველ ნახევარში გაწონასწორებულობა და სიმშვიდე დაგეხმარებათ სწორი გზის პოვნაში.
ოჯახი: ნათესავებთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება და, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ამბავიც გაიგოთ.
ბიზნესი: ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე – დღეს მცირე შეცდომამაც კი შეიძლება შედეგებზე იმოქმედოს.

♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: დინამიკური დღეა, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში.
ოჯახი: ოჯახური გარემო სიმყუდროვეს და ჰარმონიას შეგიქმნით.
ბიზნესი: მოერიდეთ ზედმეტ პასუხისმგებლობებს – ჯერ არსებული საქმეები მოაწესრიგეთ.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: ინტუიცია დღეს განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ – ენდეთ საკუთარ გამოცდილებას.
ოჯახი: ნათესავებთან ურთიერთობა გაგახარებთ, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.
ბიზნესი: ინვესტიციებისა და ახალი იდეების განხილვისთვის კარგი დროა, მაგრამ ჯერ ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი შესაძლებლობები დღის ბოლოს შეიძლება გამოჩნდეს.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი გააძლიერებს თქვენს კავშირს.
ბიზნესი: კონცენტრირდით მიმდინარე საქმეებზე – ახალი პროექტების დაწყება სჯობს გადადოთ.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: კარგი დღეა გეგმების გასაანალიზებლად და წარსული შეცდომების გამოსასწორებლად.
ოჯახი: ნათესავებთან ურთიერთობა მშვიდი და დადებითი იქნება.
ბიზნესი: არ იჩქაროთ ახალი ინიციატივებით – ჯერ მიმდინარე საქმეები მოაწესრიგეთ.

♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: შესაძლოა, ახალი ინფორმაცია მიიღოთ, რაც მომავალ გეგმებზე გავლენას მოახდენს.
ოჯახი: ნათესავებთან კომუნიკაცია გულწრფელი და სასიამოვნო იქნება.
ბიზნესი: დღევანდელი დღე სჯობს, არსებულ პროექტებზე კონცენტრირდეთ და არ დაიწყოთ არაფერი ახალი.

♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ემოციური ფონი მაღალი იქნება, ამიტომ ეცადეთ, სიბრაზეს ან იმპულსურობას არ აჰყვეთ.
ოჯახი: მნიშვნელოვანი საუბარი შეიძლება დღეს შედგეს, რომელიც მომავალზე მოახდენს გავლენას.
ბიზნესი: ფოკუსირდით მიმდინარე საქმეებზე – ახალი პროექტების წამოწყება ჯერ არ ღირს.

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати