USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 თებერვალი?
дата:  1326

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. არ დანებდეთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ მონდომების შემთხვევაში, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ყველაფრის ერთდროულად კეთების ნაცვლად, ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე გადაიტანეთ და დაასრულეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ხშირი კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება - ეს როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ახალ ნაცნობებთან შეხვედრას ეხება. ვიღაც კარგ იდეას ან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგაწოდებთ. შეეცადეთ, ყველა ის შეცდომა გამოასწოროთ, რომელიც უახლოეს წარსულში დაუშვით. საქმეში მეტი ინიციატივა და ექსპერიმენტული მიდგომა უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ფინანსური თვალსაზრისით მშვენიერი დღეა. შეიძლება მოულოდნელად დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - გამუდმებულმა შენიშვნებმა შეიძლება თქვენი თანამოსაუბრე შეურაცხყოს და ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. თუ შეეცდებით, შესაძლოა, გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა შეძლოთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი წინათგრძნობა ძალიან მალე ახდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა, ამ დღეს პასუხი მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, ბედისწერის მინიშნებებსაც შენიშნავთ. შეგიძლიათ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ, მით უმეტეს, რომ ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ მომენტს გაჩუქებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

უმჯობესია, სამსახურში მეტისმეტი ინიციატივა და თავდადება არ გამოიჩინოთ - ვარსკვლავები ნაკლებ აქტიურობას და დღის მშვიდად გატარებას გირჩევენ. რაც შეიძლება ბევრის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება სერიოზული შეცდომა გამოიწვიოს. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ ახალი დავალებების რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროთ და მთელი ყურადღება ძველის დასრულებაზე გადაიტანოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული და ემოციურად დატვირთული დღეა. გირჩევთ, რთული საქმეების დაწყებას მოერიდეთ, რათა ზედმეტი შეცდომები თავიდან აიცილოთ. დაძაბულობა პირად ურთიერთობებშიც იგრძნობა. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს ჩხუბი სრულიად უმიზეზოდ დაიწყოთ და მერე ეს დიდხანს ინანოთ, ამიტომ ჯობია, ურთიერთობები მაქსიმალურად შეამციროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს მცირე პრობლემებისა და ხარვეზების დაძლევა მოგიწევთ, ამიტომ რთული, შრომატევადი საქმეების კეთება არ უნდა დაიწყოთ - ამისთვის არც დრო გეყოფათ და არც ენერგია. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. შეეცადეთ, უფრო მეტი უსმინოთ, ვიდრე ისაუბროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მცირე პრობლემებისა და ხარვეზების დაძლევა მოგიწევთ, ამიტომ რთული, შრომატევადი საქმეების კეთება არ უნდა დაიწყოთ - ამისთვის არც დრო გეყოფათ და არც ენერგია. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. შეეცადეთ, უფრო მეტი უსმინოთ, ვიდრე ისაუბროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ყველაზე მეტად ნათელი ემოციები და თავგადასავლები გსურთ. ზოგჯერ შეიძლება, რომ პროფესიული ვალდებულებები დაივიწყოთ და თავგადასავლებში თავით გადაეშვათ. ეცადეთ, უარყოფითი კომენტარები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება იმ ადამიანს შეხვდეთ, ვინც ოდესღაც გიყვარდათ და რომანტიკული მოგონებები მოგეძალოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოემზადეთ გამოცდისთვის, რომელსაც ბედი გიმზადებთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადალახვა მოგიწევთ. საქმიანი მერწყულები შეძლებენ პარტნიორებთან ფინანსური უთანხმოება მოაგვარონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ - ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული ყველა მოვლენა აკონტროლოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ამ დღეს წარმატებას სხვანაირად ვერ მიაღწევთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, საკუთარი აზრები და მოთხოვნები სწორად, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე ახალი საქმეების დაგეგმვას უნდა დაუთმოთ. შეადგინეთ პრიორიტეტების სია და ეტაპობრივად განხორციელება დაიწყეთ. სახლის დალაგება და პირადი ნივთების მოწესრიგება განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად, გულწრფელ საუბრებში გაატაროთ. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати