USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 ოქტომბერი?!
 800

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მოემზადეთ საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღისთვის - კონკურენტებთან გამკლავება და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ ძვირფასი დრო რაციონალურად გამოიყენოთ. გათავისუფლდით პირქუში აზრებისგან და მოერიდეთ სიტუაციის დრამატიზებას.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ეცადეთ, ეს მშვიდად მიიღოთ და ოპონენტებზე ზეწოლა არ მოახდინოთ. ამ დღეს მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაგეგმოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ და „გულწრფელმა საუბრებმა“ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ და შემთხვევით გამჟღავნებულმა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს. შესაძლოა, გარკვეული მსხვერპლის გაღება მოგიწიოთ, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ახლობელი ადამიანების რჩევები ამ დღეს უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და უჩვეულო სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ. საღამოს შეიძლება უწყინარი საუბარი ჩხუბში გადაიზარდოს და განწყობა გაგიფუჭოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და იმაზე მეტის გაკეთება არ მოინდომოთ, ვიდრე შეგიძლიათ. გირჩევთ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ და დარჩენილი დრო მთლიანად დასვენებას და გართობას დაუთმოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გარშემო მყოფებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. შესაძლოა, თქვენმა უჩვეულო იდეებმა მენეჯმენტის ყურადღება მიიქციონ. ბინის დასუფთავება სტრესის დაძლევასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ფრთხილად იყავით - შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს არ აჩქარდეთ და ნებისმიერი საქმე მშვიდად და აუღელვებლად აკეთეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი წარუმატებლობა სამუდამოდ დაივიწყოთ და მთელი ენერგია ახალი პროექტებისკენ მიმართოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ უნდა მიიღოთ. ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

კარგი დროა მომავლის დაგეგმვისა და ოჯახთან და მეგობრებთან საერთო საკითხების განხილვისთვის. შეიძლება კომპრომისების ძიება და კამათი მოგიწიოთ. ეცადეთ ფინანსურად მოგებიან ბიზნესს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაძლევთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთული და საპასუხისმგებლო დავალების შესრულებას არ უნდა შეგეშინდეთ. ვიღაცას თქვენი რჩევა ძალიან სჭირდება და მხარდაჭერაზე უარს ნუ ეტყვით. უმჯობესია მოლაპარაკება სხვა დღისთვის გადადოთ - ამ დღეს კომპრომისის პოვნა გაგიჭირდებათ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გჯეროდეთ თქვენი ძალების და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. პლანეტების განლაგება რთული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით - ყველა ინფორმაციას არ ენდოთ და ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმეთ. პოზიტიური დამოკიდებულება და კარგი განწყობა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way