USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 მარტი?
 2305

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღის მოვლენები: ენერგიული დღეა, მაგრამ ორბიტაზე დატრიალებული გაურკვევლობა გაღიზიანებს.
ოჯახი: შინაურთა შორის შეიძლება მცირე უთანხმოება წამოიჭრას – ჯობს, წყნარად მოაგვაროთ.
ბიზნესი: მოგზაურობა ან ახალი კონტაქტები შეიძლება შემოსავლიან შესაძლებლობად იქცეს.
სიყვარული: თუ პარტნიორი გაუგებრობაშია, ნუ დაუტოვებ კითხვებს უპასუხოდ – უკეთესი იქნება, პირდაპირი იყო.
კარიერა: ხელმძღვანელობასთან კამათი არ ღირს, თუმცა შენი იდეები ყურადღებას იმსახურებს.
სამსახური: მოერიდე ზედმეტ კრიტიკას, თორემ შენი დისციპლინა არასწორად შეიძლება აღიქვან.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღის მოვლენები: სტაბილურობას ეძებ, მაგრამ სიტუაცია მაინც არასტაბილურია.
ოჯახი: ოჯახის წევრისგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებ, რაც დაგამშვიდებს.
ბიზნესი: ფინანსური გადააზრება აუცილებელია – ზედმეტი ხარჯები შესაძლოა პრობლემად იქცეს.
სიყვარული: ურთიერთობაში პატარა დაძაბულობა გაჩნდება, მაგრამ მოსაგვარებელია, თუ ემოციები გააკონტროლე.
კარიერა: მოულოდნელი ახალი დავალება შეიძლება გქონდეს – მზად იყავი სწრაფად გადაწყვიტო.
სამსახური: კოლეგებისგან მოულოდნელ ინფორმაციას გაიგებ, რაც მომავალზე აზრს შეგაცვლევინებს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღის მოვლენები: ძალიან ცვალებადი და ინფორმაციულად დატვირთული დღე გელის.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან საუბარი უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე სხვა დღეებში.
ბიზნესი: თუ ახალ პროექტს გეგმავ, ჯერ კარგად შეამოწმე ყველა დეტალი.
სიყვარული: არ ღირს პატარა პრეტენზიების დიდი კამათში გადაზრდა – განწყობას გაიფუჭებ.
კარიერა: ახალ გამოწვევას მიიღებ, მაგრამ მისი შესრულება არც ისე მარტივი იქნება.
სამსახური: ინტუიციას ენდე – დღეს ლოგიკაზე მეტად ის იმუშავებს.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციური დღეა, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაძლიერების შანსი გაქვს.
ბიზნესი: ახალი პარტნიორების ძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ სიფრთხილეც გმართებს.
სიყვარული: ძველ ურთიერთობებში გაურკვევლობა გაჩნდება – ღირს თუ არა დაბრუნება, კარგად უნდა დაფიქრდე.
კარიერა: მენეჯმენტი შენს წარმატებას ამჩნევს, თუმცა არ აჩვენო ზედმეტი თვითკმაყოფილება.
სამსახური: ფრთხილად იყავი ფინანსურ საკითხებში – ზედმეტი სითამამე რისკს მოიტანს.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: შენი ამბიციები მაქსიმუმზეა, მაგრამ გაწონასწორებულობა საჭიროა.
ოჯახი: ოჯახის წევრებმა შეიძლება შენს გეგმებს მხარი არ დაუჭირონ – ნუ გაღიზიანდები.
ბიზნესი: ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა მოსალოდნელია, მაგრამ ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.
კარიერა: შენი შრომა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ჯერ კიდევ გჭირდება მოთმინება.
სამსახური: ავტორიტეტის მოპოვება გჭირდება – ამაში შენი საქმეები მეტს იტყვიან, ვიდრე სიტყვები.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: ორგანიზებულობა გადაგარჩენს ქაოსისგან.
ოჯახი: ოჯახში ზედმეტი კონტროლი არავის სიამოვნებს – დაიცავი ბალანსი.
ბიზნესი: ძალიან კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
სიყვარული: ძველი გრძნობები შეიძლება კვლავ გამოჩნდეს – დაფიქრდი, ღირს თუ არა მათ დაბრუნებაზე.
კარიერა: დეტალებისადმი ყურადღება დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.
სამსახური: ზედმეტი სიფრთხილე არ არის ცუდი, მაგრამ ინოვაციებისთვისაც უნდა იყო მზად.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: შენი სიმშვიდე სხვებსაც დააწყნარებს.
ოჯახი: სახლში ჰარმონიული გარემო გექნება, თუ ზედმეტად არ ჩაერევი ყველა საკითხში.
ბიზნესი: კარგი დროა მოლაპარაკებებისა და ახალი კავშირების შესაქმნელად.
სიყვარული: ურთიერთობებში გრძნობების გამოკვლევის დროა – ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია.
კარიერა: შენს იდეებს დღეს ყურადღებას მიაქცევენ – გამოიყენე ეს შანსი.
სამსახური: კოლეგებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, რაც მუშაობას გაგიმარტივებს.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: ძლიერი ენერგია გაქვს, მაგრამ ნუ დახარჯავ მას უმიზნოდ.
ოჯახი: ოჯახის წევრებს შენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ბიზნესი: თუ რისკიანი ინვესტიციის გაკეთებას გეგმავ, ჯერ კიდევ დროა გადახედო დეტალებს.
სიყვარული: ემოციები კონტროლში გქონდეს – ზედმეტმა დრამამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.
კარიერა: დღეს თავდაჯერებულობა წარმატების გარანტია იქნება.
სამსახური: შენს შესაძლებლობებს უფროსობა დაინახავს – კარგი შანსია დაწინაურებისთვის.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: ცვლილებების დღეა – მზად იყავი მოულოდნელი მოვლენებისთვის.
ოჯახი: ოჯახში ჰარმონია შენს სიფრთხილეზე იქნება დამოკიდებული.
ბიზნესი: მოგზაურობასთან დაკავშირებული იდეები მოგებას მოგიტანს.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა შესაძლოა დიდი თავგადასავლის დასაწყისი იყოს.
კარიერა: დღეს კარგი დროა სირთულეების გადასაჭრელად.
სამსახური: შენი ოპტიმიზმი გარშემომყოფებსაც გადაედება, რაც გუნდურ მუშაობას გააუმჯობესებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღის მოვლენები: ფოკუსირება მიზნებზე გადამწყვეტი იქნება.
ოჯახი: ოჯახში გადაწყვეტილებების მიღებისას შენი სიტყვა მნიშვნელოვანი გახდება.
ბიზნესი: ფულის დაზოგვა ახლა ჭკვიანური ნაბიჯი იქნება.
სიყვარული: ნაკლებად ისაუბრე გეგმებზე – ჯერ ბოლომდე არ მოგიწერია ყველაფერი.
კარიერა: მოთმინება გამოგადგება – მალე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.
სამსახური: ლიდერობის უნარები უნდა გამოავლინო, თუ წინსვლა გინდა.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: ინტუიციამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
ოჯახი: ოჯახთან უფრო მეტი დრო გაატარე – მათ სჭირდები.
ბიზნესი: კარგი დროა პარტნიორებთან მოლაპარაკებისთვის.
სიყვარული: ახალი ემოციები შენს ცხოვრებას გაამდიდრებს.
კარიერა: შენი იდეები მუშაობს – გააზიარე ისინი.
სამსახური: დღეს შედეგი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოელოდი.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღის მოვლენები: ცოტა მეტი მოქმედება და ნაკლები ფიქრი დაგჭირდება.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან გახსნილი კომუნიკაცია ყველაფერს გაამარტივებს.
ბიზნესი: ფინანსური სირთულეები დროებითია, ნუ აყვები პანიკას.
სიყვარული: მოულოდნელ გრძნობებს ნუ გაექცევი.
კარიერა: შენი ნიჭი გამოაშკარავდება.
სამსახური: გუნდურ მუშაობაში დღეს განსაკუთრებულად გამოგადგება შენი ინტუიცია

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати