USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 ივნისი?
Date:  4818

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. გირჩევთ, მოვლენების მიმდინარეობაში არ ჩაერიოთ, რადგან ამან შეიძლება პროცესი შეანელოს ან გაართულოს. დამკვირვებლის პოზიციაზე დარჩით და შეეცადოთ ბედისწერის ნიშნები გაიგოთ. საღამოს ოჯახური საქმეების კეთება სულიერ სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პირად ან სამსახურებრივ საკითხებზე მუშაობის დროს ნუ აჩქარდებით და თითოეული ნაბიჯი საგულდაგულოდ დაგეგმეთ. ფრთხილად იყავით - ზედმეტი ემოციები რეალობის ობიექტურ შეფასებაში ხელს შეგიშლით. გირჩევთ, გარშემო მყოფთა რიტორიკა და კომენტარები შეცდომების გამოსწორების გზად აღიქვათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში თავი აქტიურობით და ახალი იდეებით გამოიჩინოთ და ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქციოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, ეს დღე მხოლოდ ერთი ან ორი მნიშვნელოვანი საქმის კეთებას დაუთმოთ და სხვა ყველაფერი სამომავლოდ გადადოთ - ყველაფრის ერთდროულად კეთების სურვილი შეცდომებს და იმედგაცრუებას გამოიწვევს. დროა საკუთარი ენერგია სასარგებლოდ გამოიყენოთ და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემო მყოფთა დროს და ეცადეთ საკუთარი მოთხოვნები ლაკონიურად ჩამოაყალიბოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ახალი საქმის დაწყება შემოსავლიანი იქნება და საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა ძველი სურვილებისა და ოცნებების განხორციელებისთვის. სირთულეები, რომელთა გადალახვაც მოგიწევთ, სასარგებლო გამოცდილებას შეგძენთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს წვრილმანი საკითხებიდან ყურადღება მნიშვნელოვან პრობლემებზე უნდა გადაიტანოთ. ეცადეთ, ფინანსურად მოგებიან საქმეებს მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად გულწრფელად საუბარი და ოჯახური საკითხების განხილვა სიმშვიდეს მოგიტანთ და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ნდობა და ერთმანეთზე ზრუნვა თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ნებისმიერი საქმე მშვიდად და გააზრებულად უნდა აკეთოთ, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. ეცადეთ, საკუთარი საქმით ისიამოვნოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა საქმიანობა მოგიტანთ უახლოეს მომავალში მოგებას და ერთი დღე ამ საქმიანობას დაუთმეთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, ამიტომ შეგიძლიათ, ჯანმრთელობის პრევენციაზე იზრუნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს გაიგებთ, რამდენად სწორი ან არასწორი იყო თქვენი გადაწყვეტილება. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ და ძველი შეცდომები აღარ დაუშვათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს და უხეშ შენიშვნებს - შესაძლოა, საკუთარი სიტყვები მალე ინანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღის მთავარი ამოცანა ყველაფერში ბალანსის დაცვაა - დიეტაში, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში. რაიმეს გადაჭარბება შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე აისახოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ, მოდუნდეთ და სასიამოვნო ცვლილებისთვის მოემზადოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ნუ იჩქარებთ სასურველი შედეგის მიღწევას - ყველაფერი თავის დროზე მოვა. თუ მოვლენებს დააჩქარებთ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ, რომელსაც დიდხანს ინანებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და თანამოაზრეების საპოვნელად. ფრთხილად იყავით. თქვენს გარემოცვაში შურიანი ადამიანებიც არიან და მათთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ სამოქმედო გეგმა უკვე გაქვთ, მისი განხორციელებისთვის საუკეთესო დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თეორიიდან პრაქტიკაზე გადახვიდეთ და გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ნუ მიიღებთ სარისკო ან საეჭვო შეთავაზებებს, ამან შეიძლება მოულოდნელი სირთულეები და ფინანსების დაკარგვა გამოიწვიოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შეიძლება შინაგანი თავისუფლების განცდამ თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგოთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ - პირდაპირობას და სიხისტეს ყოველთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way