USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 ივლისი?
თარიღი:  10784

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მუშაობისთვის განწყობილი ხართ და ყველა მნიშვნელოვანი საქმის ერთდროულად დაწყება გსურთ, თუმცა უმჯობესია, ერთი კონკრეტული საქმე აირჩიოთ და ყურადღება მასზე გადაიტანოთ. კოლეგების დახმარება ან მათთან თანამშრომლობა არ გაკმაყოფილებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ყურადღების მოკრეფა და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ. გახსოვდეთ, რომ სამუშაო გრაფიკის გარეშე დაგეგმილი ამოცანების ნახევარსაც კი ვერ გაუმკლავდებით. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა მიაქციოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შეიძლება უპატიოსნო ან ანგარებიან ადამიანს შეხვდეთ, ამიტომ სანამ ვინმეს ენდობით, ეცადეთ უკეთ გაიცნოთ ან მის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობისთვის ნეიტრალური თემები აირჩიოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ეცადეთ, მათთვის დრო გამონახოთ და ღირებული რჩევა მისცეთ. უმჯობესია დიდი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან ახლა იმ შედეგს ვერ მიიღებთ, რომლის იმედიც გაქვთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ პარტნიორი არ დააფრთხოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან ყველაზე მეტად ნათელი ემოციები და ოვაციები გჭირდებათ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადეთ და ცხოვრებით დატკბით. გაატარეთ საღამო დიდ კამპანიაში, წადით ხმაურიან წვეულებაზე. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, გარეგნობაში რამე შეიცვალოთ და ახალი ტანსაცმელი იყიდოთ. ეს თავდაჯერებას შეგძენთ და თქვენს ცხოვრებაში ახალ ემოციებს შემოიტანს. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევებს არ უნდა დაუჯეროთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. ვიღაც ეცდება, რომ თქვენი მდგომარეობით და გულისხმიერებით ისარგებლოს. გირჩევთ, საკუთარ გეგმებზე არავის უამბოთ, რადგან კონკურენტები თქვენთვის ხელის შეშლას ეცდებიან.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის ინტონაციას და განწყობას - ეს დაგეხმარებათ ნათქვამის მნიშვნელობა სწორად გაიგოთ. იპოვეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს გულწრფელობა თქვენი საუკეთესო იარაღია. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს არაფერი მოატყუოთ და დაუმალოთ. ისინი ღირებულ რჩევებს მოგცემენ და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ხელსაყრელი დროა იდეების განხორციელებისთვის. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი იაქტიუროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ემოციურად რთული დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა, ემოციების კონტროლი და სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება მოგიწევთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ზეწოლით ან აგრესიით - დროს და ენერგიას ტყუილად დაკარგავთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ აქტივობებს, რომლებიც დადებით ემოციებს გაჩუქებთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას - გარშემო მყოფები თქვენს მოსმენას არ ისურვებენ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარკვევას, რასაც შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს. უმჯობესია წუთშესვენება აიღოთ და დაისვენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, ახლობელი ადამიანის შესახებ აზრი შეიცვალოთ. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების და ემოციური განტვირთვის უფლება. ეცადეთ, ძალები აღიდგინოთ და პირქუში აზრებისგან გათავისუფლდეთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის