USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 აპრილი?
Date:  1164

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, ენერგია წვრილმან და უსარგებლო საქმეებზე არ დახარჯოთ. უსაფუძვლო პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, ამიტომ უმჯობესია, კომპრომისი იპოვოთ. თუ პრეტენზიების გამოხატვას მაინც აპირებთ, ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შეძლება მშვიდი გარემოს მოთხოვნილება იგრძნოთ და ამ დღის განმარტოებით გატარება გადაწყვიტოთ. ხანმოკლე შესვენება დაგეხმარებათ ენერგია დაიბრუნოთ და დაგროვილ სტრესს გაუმკლავდეთ. სამსახურში დამატებითი მოვალეობების შესრულებას მოერიდეთ და ეცადეთ, სახლში ადრე წახვიდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

11 აპრილს ტყუპებს საშუალება ექნებათ, სოციალური წრე გააფართოონ. სავარაუდოდ, ახალ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ ან პოტენციური პარტნიორისგან თანამშრომლობის შეთავაზებას მიიღებთ. გირჩევთ, კომფორტის ზონის მიღმა გახვიდეთ და ურთიერთობებისთვის კარი გახსნათ. ამან შესაძლოა მომავალში მოულოდნელი შესაძლებლობები მოგიტანოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ. ეს დღე შეგიძლიათ თვითგანვითარებას დაუთმოთ. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს ამ სიამოვნებას და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ შეიძლება ეგოისტად ჩაგთვალონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პიროვნული განვითარება საერთო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს შეიძლება უმიზეზო ღელვა ან გაურკვევლობა იგრძნოთ და ახლობელი ადამიანების ყურადღება და მხარდაჭერა დაგჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს რჩევისთვის მეგობრებს და ოჯახს უნდა მიმართოთ. ისინი ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე - გაზაფხული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი დროა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს შეიძლება საინტერესო ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს. ეცადეთ, თქვენი ორგანიზაციული უნარები გამოიყენოთ და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდეთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენი კომუნიკაბელურობის დამსახურებით ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ, ამ ხელსაყრელი შესაძლებლობით ისარგებლოთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ. გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ და პირდაპირ უთხარი ადამიანს, რასაც მის მიმართ გრძნობთ. სტრესის მოხსნასა და შინაგანი წონასწორობის აღდგენაში იოგა დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შეიძლება დრო დაგჭირდეთ, რომ საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან მარტო დარჩეთ. ნუ შეგეშინდებათ, უარი თქვათ იმაზე, რაც თქვენს ღირებულებებს აღარ შეესაბამება და იმ მიმართულებით იმოძრაოთ, რომელიც სიხარულს და კმაყოფილებას განიჭებთ. გირჩევთ, სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. ხელსაყრელი დღეა მაღაზიების შემოვლისთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დილიდან საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. ეს დაგეხმარებათ, ამ დღის ყველა სირთულეს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ. გარისკვის ნუ შეგეშინდებათ. თქვენი ოპტიმიზმი საინტერესო შესაძლებლობებსა და კავშირებს მოიზიდავს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ფიზიკურად და ემოციურად გადაიღალეთ, ამიტომ ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. მიეცით თავს უფლება, დამშვიდდეთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შეიძლება ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. თქვენი უნიკალურობა და კრეატიულობა გარშემო მყოფთა აღფრთოვანებას და მხარდაჭერას დაიმსახურებს. ეცადეთ, ამ დღეს დაწყებული საქმე ამ დღესვე დაასრულოთ და სამომავლოდ არ გადადოთ

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

საკუთარი ემოციების მართვისა და თვითანალიზისთვის შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეთ. თუ საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული არ ხართ, გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, თუმცა ამის გამო შვებას უფრო იგრძნობთ, ვიდრე სინანულს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way