USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 აგვისტო?
дата:  4816

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დაბნეული ხართ, რადგან რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, სამოქმედო გეგმა თავად შეადგინოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ წარმატებას მიაღწევთ, გარშემო მყოფთა თვალში დამატებით ქულებს და ნდობას მოიპოვებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესაძლოა, ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე ნუ დათანხმდებით! სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. გირჩევთ, ამ დღეს განსაკუთრებულად ფრთხილი და ყურადღებიანი იყოთ, გახსოვდეთ: ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. სავარაუდოდ ამაში თავად ხართ დამნაშავე, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ასეა თუ ისე, სწრაფად ცვალებად გარემოებებთან შეგუება უნდა შეძლოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თითქმის მოგვარებული საქმე მოულოდნელად ჩაიშლება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოდუნებული ხართ და სამუშაო განწყობის შექმნა გიჭირთ.თქვენს სხეულს შესვენება სჭირდება და ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. დროა, წუთშესვენება აიღოთ, დაწყებული საქმის დასრულებას მომდევნო დღეებში შეძლებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შეგიძლიათ გარისკოთ, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ, მაგრამ ეს რისკი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ამ დღეს იღბალი ფრთხილ და წინდახედულ ლომებს გაუღიმებს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე უდიდეს შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. უზარმაზარი ენერგიისა და კომუნიკაბელურობის წყალობით, თითქმის ნებისმიერ სფეროში წარმატების შანსი გაქვთ. მთავარია, ყველა საქმის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ. თქვენი წარმატების საიდუმლო მარტივია - ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული უნდა აირჩიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რისკისა და თავგადასავლების მოყვარულ სასწორებს ვულოცავთ - ეს თქვენი დღეა! რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ, მაგრამ ყველა ფაქტორს არცერთი თეორია არ ითვალისწინებს. თუ მოქმედება გადაწყვიტეთ, უნდა იმოქმედოთ. ეს დღე რისკის გარეშეც არაპროგნოზირებადი იქნება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მორიელის საქმეებში გარდამტეხი მომენტია! ძალიან მალე თქვენთვის ახალი გზები და შესაძლებლობები გაიხსნება, თუმცა ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რისკისთვის მზად ხართ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისეთ დიდ ცვლილებებზე იფიქროთ, როგორიც ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ, რადგან დრო გადის და ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას!

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შეიძლება მოულოდნელად საოცნებო შანსი მოგეცეთ, რომელსაც დიდი ხანია ელით და ამისი წყალობით, ძველი გეგმები განახორციელოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ - ბედნიერი შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გეგმები შეიცვალა, ამიტომ დღის განმავლობაში ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რომლებშიც კარგად ვერ ერკვევით. ასეა თუ ისე, მოგიწევთ გადაჭრათ საკითხები, რომლებიც თქვენს კომპეტენციას სცილდება. ეს კონკრეტული ამბავი თქვენს ცხოვრებაში ხალისს და მრავალფეროვნებას შემოიტანს, თუმცა მომავალში ასეთ სიურპრიზებს უნდა მოერიდოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. უფრო მეტიც, თუ სამოქმედო გეგმა გაქვთ, შეგიძლიათ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შანსი მოგეცეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა მოგიწიოთ, რათა შექმნილი ვითარება შეაფასოთ და წინ ორი ნაბიჯი გადადგათ. თუნდაც ეს ვიღაცას უკან დახევად მოეჩვენოს, ჯობს ცოტა ხნით უკან დაიხიოთ, ვიდრე წლების მანძილზე დაკეტილ კართან აკაკუნოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ კონტრშეტევისა და წინსვლისთვის კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ!

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати