USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 თებერვალი?
Date:  2754

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მძიმე და დატვირთული კვირის შემდეგ შეგიძლიათ თავს მოდუნების და დასვენების უფლება მისცეთ. მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემები თქვენს გეგმებსა და საქმიანობაზე დიდ გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ხანმოკლე სირბილი ან სუფთა ჰაერზე აქტიური გასეირნება კარგ განწყობას და მხნეობას დაგიბრუნებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე ისეთ საქმიანობას უნდა დაუთმოთ, რომელიც განტვირთვასა და გონებრივად დასვენებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ თავს სიზარმაცის უფლებაც კი მისცეთ და ლოგინში დიდხანს დარჩეთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა და თუ აქტიურად გაატარებთ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევთ. 10 თებერვალს შეიძლება გამოგივიდეთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო თავშეკავებული იყოთ და კინკლაობა დიდ სკანდალად არ აქციოთ. რჩევამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ისარგებლეთ შესაძლებლობით, რომელსაც ეს დღე გთავაზობთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ყველა საქმეში გიმართლებთ. გირჩევთ, დილიდან რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარება დაიწყოთ და საღამომდე ბევრი პრობლემის დასრულებას შეძლებთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გაითვალისწინეთ არსებული გარემოებები.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანს დაუთმოთ - რომანტიკული პაემანი მოაწყვეთ ან საჩუქრით გაახარეთ. თუ ჯერჯერობით მარტო ხართ, გაითვალისწინეთ, რომ შოპინგისთვის მშვენიერი დღეა და შეგიძლიათ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებს ეწვიოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და ემოციურად განიტვირთოთ. სამუშაო კვირა რთული და დატვირთული იყო და ძალების აღდგენა გჭირდებათ. გაზაფხული ახლოვდება. მოიფიქრეთ, რისი შეცვლა გსურთ საკუთარ გარეგნობაში და სილამაზის სალონსა და მაღაზიებს ეწვიეთ. ამ დღეს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ - გირჩევთ, თავი დაიზღვიოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს თქვენი ინტუიცია წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევს! გადაწყვეტილების მიღების დროს არა გონებით, არამედ გრძნობით ხელმძღვანელობთ, თუნდაც საქმე სამუშაოს ეხებოდეს. მეექვსე გრძნობა სწორ გზას გიჩვენებთ იქ, სადაც ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა გაკლიათ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პროფესიული საქმიანობისა და ბიზნესისთვის არახელსაყრელი დღეა - ყურადღების მოკრეფა გიჭირთ და შეცდომას შეცდომაზე უშვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ თავს და პირად საჭიროებებს მეტი დრო დაუთმეთ. დროა, საკუთარ ცხოვრებაში მეტი სიახლე შეიტანოთ! სულ ერთია, რას შეცვლით - წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევა შეიძლება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვენიერი დღეა შედეგების შეჯამების, ახალი მიზნების დასახვის და მოძველებული იდეებისგან თავის დასაღწევად. ვარსკვლავები გირჩევენ, იფიქროთ, როგორ გახადოთ საკუთარი სამუშაო უფრო ეფექტიანი. უახლოეს მომავალში თქვენი უჩვეულო, ზოგჯერ ფანტასტიკური იდეებიდან ბევრი რეალობად იქცევა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტი დრო დაუთმოთ. ვარჯიში, ფეხით სიარული და ჯანსაღი კვება იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. წინ ბევრი სამუშაო გელით, ამიტომ ძალები უნდა აღიდგინოთ. ამ დღეს თავი უჩვეულო იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ - ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ დაგეგმილი, ამიტომ დილას ადრე უნდა ადგეთ და მოქმედება დაიწყოთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ვარსკვლავები სირთულის გამკლავებაში და დაგროვილი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან. გახსოვდეთ, რომ ემოციური ქმედებები სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს თუ დებატებში მონაწილეობა მოგიწევთ, ზეწოლის ნაცვლად, კომპრომისის პოვნა ჯობს.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way