USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 ივნისი?
 1483

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივნისისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს არ შეიძლება სარისკო ოპერაციების განხორციელება, ინტრიგებში ჩართვა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ზედმეტი ყურადღების მიქცევა. უმჯობესია მოთმინება გამოიჩინოთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ამის ნაცვლად ეცადეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და მზის სხივებით დატკბეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს შრომისმოყვარეობისა და მოთმინების დახმარებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. სავარაუდოდ, სამეგობრო წრე გაფართოვდება. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ბიზნესისთვის. აუცილებლად დაეხმარეთ ყველას, ვინც დახმარებას ითხოვს და სიკეთე დაგიფასდებათ. თუ არ იზარმაცებთ, მიზნის მიღწევას შეძლებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, შანსი გაქვთ, ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, რომელზეც ადრე ფიქრსაც ვერ ბედავდით. ეს დღე დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვინ არის თქვენი მეგობარი, ვინ მტერი და შურიანი ადამიანი. შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, მთავარია, გაღვიძებისას არ დაგავიწყდეთ. თქვენი ინტუიცია ისე კარგად მუშაობს, როგორც არასდროს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს კონფლიქტი შეიძლება სრულიად უმიზეზოდ, „ცარიელ ადგილზე“ გაჩნდეს. შინაგანი ჰარმონია და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რთულ სიტუაციასაც კი გაუმკლავდეთ. პლანეტების განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ ოჯახს და ახლო მეგობრებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ხელსაყრელი დროა ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად, ახლის დაწყებისგან კი ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. იმისთვის, რომ დღე წარმატებით დაასრულოთ, მიღებულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება უნდა შეძლოთ. წვრილმანების გამო ნუ გაღიზიანდებით და ეცადეთ, მეტი დრო სუფთა ჰაერზე, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

აქტიურობის მიუხედავად, საქმეში სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევთ. ამასთან, თქვენი ენერგია იწურება. ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და დადებითი ემოციებით დამუხტვა გჭირდებათ. სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი გამოცდილება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა თავს უფრო მხნედ და ხალისიანად გაგრძნობინებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი სამუშაო შეამოწმოთ და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. მენეჯმენტი თქვენს ახალ იდეებს, შრომას და მონდომებას ღირსეულად დააფასებს. ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ერთგულება შედეგს გამოიღებს - ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე მთლიანად თქვენია და მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თავისა და იდეის გწამდეთ. საქმე, რომელზეც ამჟამად მუშაობთ მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ. სხვა ადამიანებზე მეტად საკუთარ თავს და სურვილებს უნდა უსმინოთ. შესაძლებელია დიდი ხნის ნანატრი ნივთი შეიძინოთ, რომელზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. თქვენთვის ჩვეული ტაქტი, დიპლომატიური თვისებები და სიზუსტე დაგეხმარებათ, რომ თქვენთვის საჭირო ადამიანი იპოვოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვენიერი დღეა ფიქრისთვის. თუ მოგზაურობას გეგმავთ, გირჩევთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და ხელბარგი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდეს და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ - ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სწავლისა და მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, თქვენთვის ონლაინ კურსებზე დარეგისტრირდეთ და ახალი ცოდნა შეიძინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა ინტელექტია. ეცადეთ, მეხსიერება, აზროვნება და ლოგიკა განავითაროთ. შესაძლოა, ბავშვობის დროინდელმა კომპლექსებმა თავი შეგახსენონ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ახალი ცოდნა ძალიან გამოგადგებათ. საღამო ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ - ეს ბოლო დღეების ნერვული დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ, განსაკუთრებით - თუ ზედმეტი წონის პრობლემას ებრძვით. ეცადეთ საკუთარი და პარტნიორის შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გრძნობთ, რომ გადაიღალეთ და დილიდან უხასიათობას ებრძვით. გირჩევთ, ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ და განმარტოვდეთ - შესაძლოა, ინფექციური დაავადება შეგეყაროთ ან უცნობი ადამიანების აგრესიის მსხვერპლი გახდეთ. თქვენი შრომისმოყვარეობისა მიუხედავად, ამ დღეს სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის