USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 ივლისი?
Date:  1226

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მოერიდოთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას, ავანტიურისტულ წინადადებებს, საპირისპირო სქესთან ფლირტს და ზედმეტი ყურადღების მიპყრობას. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. საღამოს შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს სასურველ შედეგს მხოლოდ შრომით და მოთმინებით მიაღწევთ. სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ, რომ მწვერვალები დაიპყროთ. სამეგობრო წრე სავარაუდოდ, გაფართოვდება. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ბიზნესისთვის. საღამოს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი სირთულეები გაჩნდება. ეცადეთ არ გადაიღალოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ მიაღწიოთ წარმატებას, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. თუ არჩეულ გზას ბოლომდე მიჰყვებით და უკან არ დაიხევთ გაიგებთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. თქვენს ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, დროა მათი ამოცნობა ისწავლოთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმარი - მთავარია, გაღვიძებისთანავე არ დაივიწყოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს და ვითარებაშია მოსალოდნელი. შინაგანი კულტურა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციას გაუმკლავდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახს და ახლო მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვიღაც ეცდება, რომ მოგატყუოთ ან მახეში გაგაბათ. იმისთვის, რომ ეს დღე თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დაასრულოთ, სწრაფი რეაქციის გამოჩენა და საჭირო ადგილზე დროულად მისვლა უნდა შეძლოთ. ნუ მოიშლით ნერვებს წვრილმანებზე, მეტი დრო გაატარეთ ახლობელ ადამიანებთან ერთად და აუცილებლად გადით ბუნებაში. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენი სასიცოცხლო ენერგია იწურება, ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და დადებითი ემოციები გჭირდებათ. სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი გამოცდილება სასიცოცხლო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ზოგ ქალწულს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ახალი და თამამი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მორიელებო, ეს დღე თქვენს ბიზნესს დიდი ხნის ნანატრი წარმატებას მოუტანს. თქვენთვის საჭირო ადამიანს თქვენთვის დამახასიათებლი ტაქტით, დიპლომატიით და სიზუსტით იპოვით. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ საოცნებო ნივთი იყიდოთ. თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები გელით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თუ ამ დღეს მოგზაურობას გეგმავთ, ფრთხილად უნდა იყოთ. დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდება და უარს ნუ იტყვით. ზოგჯერ დაუგეგმავი ქმედებები წარმატების საფუძველია, მაგრამ არა ამ დღეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ უნდა აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მშვენიერი დღეა ნაყოფიერი მუშაობისთვის. შეგიძლიათ ონლაინ კურსებზე დარეგისტრირდეთ და ახალი ცოდნა შეიძინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა თქვენს ინტელექტშია. ბავშვობის დროინდელი კომპლექსები თავს შეგახსენებთ. გირჩევთ საკუთარ თავზე იზრუნოთ, ახალი მიზნები დაისახოთ და მიაღწიოთ, იპოვოთ საქმე, რომელსაც მთელ ცხოვრებას დაუთმობთ. გირჩევთ სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ - კარგად გამოცდილი ხერხები საშუალებას მოგცემთ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. საღამო ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ - ეს ბოლო დღეების ნერვული დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდოთ, რადგან უცხო ადამიანების აგრესია და ინფექციური დაავადებებია მოსალოდნელი. მიიღეთ ეს დღე ისეთი როგორიცაა და ნურაფრის შეცვლას ნუ ცდით. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ურთიერთობებს.
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way