USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 იანვარი?
თარიღი:  1760

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ შესაძლებელია, ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ. ამ დღეს პრობლემების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, მაგრამ გირჩევთ, მომხდარზე მყისიერი რეაქცია გქონდეთ და სირთულეებზე თვალი არ დახუჭოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ნუ ეცდებით, რომ ამ დღეს საკუთარი მოვალეობები ვინმეს გადააბაროთ. საეჭვოა, რომ მათი მუშაობის შედეგი მოგეწონოთ. ზოგადად, ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა კოლექტიურზე გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

იანვარი ფინანსურად რთული თვე იქნება, ამიტომ დროა, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროსაც მოძებნით. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ზოგი მოვლენა უსამართლობად გეჩვენებათ, მაგრამ სიტუაციის შეცვლას ვერ შეძლებთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის. ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ - ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ - ყურადღება მიაქციოთ, ესაუბროთ და გაახაროთ. ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე წუთებში არ მიგატოვეს და დროა, მადლიერებით უპასუხოთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. სარისკო პროექტები მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. პროფესიულ უთანხმოებასაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ და თქვენს შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, თხოვნაზე უარით უპასუხოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ამიტომ გირჩევთ, ყველა საქმე კარგად დაგეგმოთ. ამ დღეს ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ათი საქმის ერთდროულად კეთებას ჯობია, რომ საქმის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ და სრულყოფილად გაუმკლავდებიან. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, თუ ახალი შესაძლებლობებით სწორად ისარგებლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფრთხილად იყოთ - მოსალოდნელია თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთის დანაკარგი.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ ამ დღეს გაზრდილი ემოციურ ფონს ვერ გაუმკლავდით, შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ხელსაყრელი დღეა საინტერესო პროექტის დაწყების და ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში და მხოლოდ ის ოპერაციები განახორციელეთ, რომლებშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ. პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის