USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 აპრილი?
თარიღი:  810

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აპრილისთვის:

ვერძი

წარმატებული დღეა, რომელიც რომელიღაც ძველი ოცნების ასრულებასთან დაგაახლოებთ. თუმცა ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს - ენთუზიაზმი მხოლოდ ხვალამდე გეყოფათ. ამ დღეს ყოველგვარი რისკი უნდა გამორიცხოთ.

კურო

არ დანებდეთ, ეცადეთ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ჩანაფიქრის განხორციელებისას შესაძლოა სხვადასხვა დაბრკოლებასა და უსიამოვნებას შეეჯახოთ, თუმცა თქვენ პრობლემებზე ძლიერი ხართ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და სამსახურებრივი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

იღბალი თქვენს მხარეზეა, ამიტომ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე სწრაფად და თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება. დროა დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის განხორციელება დაიწყოთ. თქვენი ინტუიცია სასარგებლო მიმართულებას მოგცემთ, მთავარია, ყურადღებით უსმინოთ.

კირჩხიბი

შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი საშუალებას მოგცემთ, რომ ეს დღე ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატაროთ. თუმცა, მანამდე მოქმედების გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი მოვლენები და სასიამოვნო შეხვედრები გელით. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ.

ლომი

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების გაკონტროლება გიჭირთ, რაც შეიძლება კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე აისახოს და უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვით არავინ შეურაცხყოთ და თანამოსაუბრეებს პატივისცემით მოეკიდოთ.

ქალწული

თუ სამსახურში საკუთარი იდეების განხილვას და რამე უჩვეულოს შეთავაზებას გეგმავთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. კოლეგები ყურადღებით მოგისმენენ და საწინააღმდეგო მოსაზრებების შემთხვევაშიც კი შეთანხმებას ადვილად მოახერხებთ. პირადი ურთიერთობები იმდენად გაღრმავდა, რომ უახლოეს ხანში შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეძლებთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება კარგად ნაცნობ ადამიანებში სრულიად უცნობი თვისებები აღმოაჩინოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ თავაზიანობა გამოიჩინოთ და ცინიკური შენიშვნებით არ გააღიზიანოთ. ასევე, ეცადეთ მშვიდად მიიღოთ, თქვენს თუ ვინმე თქვენს ქცევას ან საქმიანობას აკრიტიკებს.

მორიელი

ეს დღე ბიზნესსაქმიანობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. წარმატების მისაღწევად ეცადეთ მიღებული ინფორმაცია ყურადღებით შეისწავლოთ და კოლეგების გამოცდილება გაითვალისწინოთ. ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებები ან მცირე სიახლეები ურთიერთობას უფრო ღრმას და საინტერესოს გახდის და დადებითი ემოციებით აავსებს.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ ცუდად შესწავლილი ან სარისკო შეთავაზება მოგების ნაცვლად უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ - მიუხედავად იმისა, რომ თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ფსიქოლოგიური სტრესი შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს და ძველი დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გირჩევთ, ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნოთ და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნისთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შესანიშნავი საშუალებაა.

მერწყული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. პლანეტების განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ - ახალ ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესო იდეებს მოგიტანთ, რომლებიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

შესაძლოა, ახალმა, ძალიან საინტერესო პროექტმა გაგიტაცოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. მოერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. დროა თქვენი ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებასა და გაუმჯობესებაზე იზრუნოთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის