USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 აპრილი?!
თარიღი:  1317

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აპრლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სერიოზული საქმეები გვერდით გადადეთ და ეს დღე საყვარელ საქმიანობას და სასიამოვნო ურთიერთობას დაუთმეთ. გავლენიან და თავისი საქმის მცოდნე ადამიანთან საუბარი საინტერესო იდეებით აგავსებთ. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს - მაღალია ვირუსის რისკი. საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც ძალიან განერვიულებთ და გაღიზიანებთ. გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ - პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ უახლოეს წარსულში სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, ეს დღე წარმატებული იქნება. გეგმების შეცვლა და სიტუაციის მიხედვით მოქმედება მოგიწევთ. ნუ მოგერიდებათ ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა - ისინი შესანიშნავად გაგიგებენ. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს - თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები საყვარელი ადამიანების პრობლემებს უკავშირდება. ცოტა ხნით საკუთარი ინტერესები უნდა დაივიწყოთ და დაეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებით. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. თუ ხვდებით, რომ ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ, ეცადეთ ცოტა ხნით განმარტოვდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დილიდან თავს მოდუნებულად გრძნობთ, თითქოს გამოღვიძება გიჭირთ, ამიტომ გირჩევთ, სამომავლოდ გადადოთ საქმეები, რომლებიც სწრაფ რეაქციას ან ყურადღების კონცენტრაციას გაზრდას მოითხოვს. სასურველია, რომ პირად ურთიერთობებში გრძნობები არ დამალოთ და მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა, ნათესავებთან ურთიერთობა დაიძაბოს - ერთმანეთის გაგება და შეთანხმება გიჭირთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, გონიერი მომრიგებელი იპოვოთ და პრინციპულ საკითხებზე კომპრომისების დაშვება შეძლოთ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს. მიეცით მას მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა - ეს ორივეს სარგებელს მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესაძლოა, ამ დღეს ინფორმაციულმა ნაკადმა მთლიანად დაგფაროთ და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო აღარ დაგრჩეთ. გირჩევთ, რამდენიმე ყველაზე სასწრაფოდ დასასრულებელი დავალება შეარჩიოთ და ყურადღება მათ შესრულებაზე გაამახვილოთ. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. შეხვედრები წარმატებული იქნება.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნამ ან უხეშობამ შეიძლება თანამოსაუბრე შეურაცხყოს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ. გასული დღეების დაღლილობა თავს იჩენს - ძალები აღდგენისთვის სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღის სირთულეების გადალახვაში შემოქმედებითი აზროვნება დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი აზრი თამამად გამოხატოთ, უჩვეულო მეთოდებით იმოქმედოთ და იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსეა. შეგიძლიათ, მათ საკუთარი პრობლემები და გამოცდილება გაუზიაროთ და კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან რეალურ დახმარებას მიიღებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დილიდან უჩვეულო გაღიზიანებას გრძნობთ და გარშემო მყოფების ნებისმიერ სიტყვას მწყობრიდან გამოჰყავხართ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. გირჩევთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ და მასაჟი ან კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და საშუალებას მოგცემთ, მიმდინარე მოვლენებს ოპტიმისტურად შეხედოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოვლენებითა და საინტერესო შესაძლებლობებით სავსე დღე გელით, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, საინტერესო იდეის ან პარტნიორული შეთავაზების მოსმენის შანსი მით უფრო მაღალია. ნუ აწყობთ გეგმებს, ინტუიციურად იმოქმედეთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

უმიზეზო შფოთვა და გაღიზიანება მალე გაივლის. ეცადეთ, თქვენი აზრი ღიად გამოხატოთ და ადამიანებს ენდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დღისთვის გადადოთ და ეს დღე დაგეგმვას და მომავალზე ფიქრს დაუთმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. მოზღვავებული ენერგია და კარგი განწყობა საშუალებას გაძლევთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. არ ინერვიულოთ, თუ ვიღაცამ გაგჭორათ - რადგან თქვენი შურთ, ესე იგი, მათზე უკეთესად ცხოვრობთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის