USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 აგვისტო?
дата:  5179

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე შესაფერისია ინფორმაციასთან მუშაობისთვის. შეეცადეთ, უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოთ ოჯახის წევრებთან – ისინი გიხსნიან ნაჩქარევი ნაბიჯებისგან. ახლა მნიშვნელოვანია ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა, რომლებიც მალე ძალიან გამოგადგებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ბედი შანსს გაძლევთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ! დღის განმავლობაში შეიძლება ფულადი ბონუსი ან ძველი ვალი მიიღოთ. თუ უფრო შემოსავლიანი სამსახურის მოძებნას გეგმავთ, ამისთვის უკეთეს დღეს ვერ იპოვით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ოპტიმისტური განწყობა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში გეხმარებათ. ერთფეროვან სამუშაოს თუ პროექტს, რომელიც ანალიზს მიდგომას საჭიროებს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. ეცადეთ საღამოს დიდი ხნის უნახავი ნათესავი მოინახულოთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კეთილსინდისიერი შრომისთვის შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. ეს შეიძლება, მენეჯმენტის მხრიდან მადლიერება ან დაწინაურებაც კი იყოს. თუმცა, თქვენს ცხოვრებაში სხვა სასიამოვნო სიურპრიზებიც შესაძლებელია. ერთი სიტყვით, ხვალ ბედი გაგიღიმებთ და შეიძლება ეს თქვენს ცხოვრებაში წარმატების ახალი სერიის დასაწყისი იყოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული და მოვლენებით დატვირთული დღე გელით - მოვლენები შეიძლება იმაზე რადიკალურად განხვავებულად განვითარდეს, ვიდრე თქვენ დაგეგმეთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა ინიციატივა ხელიდან გაგექცეთ და სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოთ. სავარაუდოდ, ეს არასაკმარისი ინფორმირებულობის შედეგი იქნება. ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რაც კარგად იცით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, იმ პროექტის განხორციელებას შეუდგეთ რომელზედაც დიდი ხანია, ფიქრობთ. შესაძლოა, სწორედ ხვალ რაღაც სასიამოვნო სიახლე გაიგოთ, რომელიც უახლოეს მომავალში პროექტის დაწყებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ეს შანსი გამოიყენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება რაღაც ჭორებმა თქვენს სამსახურზე, სტატუსსა თუ ცხოვრების დონეზე უარყოფითად იმოქმედონ! უფრო მეტიც, შესაძლოა, თქვენივე ნათქვამმა დაგაზარალოთ, ამიტომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, სხვა ადამიანების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავოთ. სამაგიროდ, ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენ გარშემო ამბობენ – ეს საშუალებას მოგცემთ, ჭორების წყარო იპოვოთ და მისგან თავი დაიცვათ

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს სხვა ადამიანების გამო დიდ იმედგაცრუებას იგრძნობთ, ამიტომ ზედმეტად კატეგორიულად და მკაცრად განსჯით ყველას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო ნაკლებად იყუროთ და საკუთარ საქმეს მიხედოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ახალი სიმაღლეები დაიპყროთ და ძველი დიდება დაიბრუნოთ!

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მშვილდოსნის მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი კონკურენციაა. ის გაიძულებთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულად იმოქმედოთ. შესაძლოა, სწორედ კონკურენციამ გადაგადგმევინოთ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ადრე სიფრთხილის გამო მოერიდებოდით. რამდენად გამართლდება ეს რისკი, მოგვიანებით გაირკვევა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ზედმეტად მოწესრიგებული, თუმცა, ამავდროულად, კატეგორიული ხართ. ყოველ შემთხვევაში, გარშემო მყოფებს ასე ეჩვენებათ - ერთი მხრივ, სხვა ადამიანებს თქვენს საქმეში ჩარევის უფლებას არ აძლევთ, მეორე მხრივ, გარშემო ყველას აკრიტიკებთ. დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ და შეიძლება მართლაც იყოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ზუსტად იცით, როდის, სად და როგორ იმოქმედოთ და ეს თქვენი წარმატების გასაღებია. სიტუაცია თქვენგან სწორად ორიენტირებას და საკუთარი იდეების ისე გამოხატვას მოითხოვს, რომ სხვებსაც მოეწონოთ. მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტიდან ხვალ თქვენთვის ყველაზე მომგებიანს აირჩევთ, თუნდაც ამისთვის საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა მოგიწიოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა! თითქმის ყველაფერი, რასაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, უახლოეს ხანებში მოგებას და წარმატებას გპირდებათ. ამიტომ შეგიძლიათ, ახალი გეგმები შეადგინოთ, ახალი პროექტები დაიწყოთ და ახალი მიზნები დაისახოთ. ერთადერთი, რაც ხვალ ხელს შეგიშლით, შურიანი ადამიანის კრიტიკაა, რომელმაც შეიძლება თავდაჯერება დაგაკარგვინოთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати